|
2024-06-17 21:58:43, 446 ნახვა
საზოგადოება
მერია - ქართველი გულშემატკივარი საქართველო-თურქეთის თამაშის პირდაპირ ტრანსლაციას ხვალ მიხეილ მესხის სტადიონზე უყურებს
საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს შეხვედრების პირდაპირი ტრანსლაციის ყურებას მიხეილ მესხის სტადიონზე შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ამჟამად, სტადიონზე ექვსი დიდი ეკრანი მონტაჟდება, ასევე, სტადიონის გარეთ მოწყობილია კვების ზონა. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსთან, ირაკლი გვილავასთან ერთად ადგილზე გაეცნო. „ხვალ მართლაც ძალიან დიდი დღეა. დღე, რომელსაც ქართველი გულშემატკივარი დიდი ხანია ველოდებით. ბიჭებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლით დიდი სიხარული გვაჩუქეს. ყველა ქართველი გულშემატკივრის ოცნება იყო, ჩვენი ეროვნული ნაკრები ერთხელ მაინც მოხვედრილიყო ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე და დღეს გვაქვს ამის შესაძლებლობა. ხვალ ერთად ვუგულშემატკივროთ ეროვნულ ნაკრებს. მინდა, წარმატებები ვუსურვო ბიჭებს. რაც შეეხება მიხეილ მესხის სტადიონზე მიმდინარე სამუშაოებს, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება და ქართველი გულშემატკივრებისთვის, რომლებიც საქართველოში დარჩნენ და ვერ მოახერხეს გერმანიაში გამგზავრება, ხვალ, მიხეილ მესხის სტადიონზე შესაძლებლობა ექნებათ, უყურონ საქართველოსა და თურქეთის ნაკრებების შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას. მინდორზე დამონტაჟებული იქნება 6 ძალიან დიდი ეკრანი და გულშემატკივარს საშუალება ექნება, ტრიბუნებიდან უქომაგოს ჩვენს ეროვნულ ნაკრებს. სასიამოვნო გარემო იქნება შექმნილი, ასევე სტადიონის გარეთ იქნება განთავსებული კვების ობიექტები და საკმაოდ კომფორტული იქნება იმისთვის, რომ ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. კიდევ ერთხელ, წარმატებები და გამარჯვებები მინდა ვუსურვო ჩვენს ბიჭებს", - განაცხადა კახა კალაძემ.
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
სექსუალურ ძალადობაზე ფედერაციის და კლუბის დუმილი შემზარავია - კოალიცია "ცვლილებისთვის” პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვს
ევროკავშირმა ავიაკომპანიები საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეში არსებული საფრთხეების შესახებ გააფრთხილა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)