|
2024-06-17 14:36:01, 341 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - ტყუილია ინფორმაცია, თითქოს მერიამ „კაფე მზიურის“ დამფუძნებელს საწარმოს გასხვისებასთან დაკავშირებით წინასწარ არ აცნობა
ტყუილია ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს თბილისის მერიამ სოციალური საწარმო „კაფე მზიურის“ გასხვისებასთან დაკავშირებით საწარმოს დამფუძნებელს, ანა გოგუაძეს წინასწარ არ აცნობა , - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც კალაძემ განმარტა, ამოიწურა ორწლიანი ხელშეკრულების ვადა, რომლის შემდეგაც, კაფე აუქციონის წესით გასხვისდება. „მე ანა გოგუაძისგან არ მომისმენია განცხადება, რომ მერიამ კაფეს გასხვისებასთან დაკავშირებით არ შეატყობინა. თქვენ იტყუებით უბრალოდ. „ფორმულა“, კეზერაშვილის ტელევიზია რომ მოიტყუება, ამაში სიახლე არაფერია. თავად ანა გოგუაძესაც ჰქონდა გამოქვეყნებული წერილი, რომელიც მან შეტყობინების სახით მიიღო იმასთან დაკავშირებით, რომ ორწლიანი ხელშეკრულების ვადა ამოწურულია. რაც შეეხება სოციალური საწარმოს სტატუსს, გუშინაც ვთქვი და კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ კაფეს აღნიშნული სტატუსი შეუნარჩუნდება. გამოცხადდება აუქციონი, რომელში მონაწილეობის უფლება, რა თქმა უნდა, როგორც სხვას, ისე ანა გოგუაძესაც ექნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)