|
2024-06-16 17:20:05, 604 ნახვა
პოლიტიკა
ადმინისტრაცია - მავნებლური საქციელით ცდილობენ, ქვეყნისთვის საყვარელი ფეხბურთელები და საზოგადოება პრეზიდენტის მიმართ უარყოფითად განაწყონ
მავნებლური საქციელით ცდილობენ, მთელი ქვეყნისთვის საყვარელი ფეხბურთელები და მთლიანად საზოგადოება უარყოფითად განაწყონ პრეზიდენტის მიმართ,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, "ყველანაირი სპეკულაცია აქტებსა თუ განკარგულებებზე პრეზიდენტის დისკრედიტაციის მიზანმიმართული მცდელობაა". "სახეზეა საქართველოს პრეზიდენტის როგორც პიროვნული, ასევე ინსტიტუციური დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა. ეს არის მავნებლური საქციელი, რითაც ცდილობენ, მთელი ქვეყნისთვის საყვარელი ფეხბურთელები და მთლიანად საზოგადოება უარყოფითად განაწყონ პრეზიდენტის მიმართ. ყველანაირი სპეკულაცია აქტებსა თუ განკარგულებებზე არის პრეზიდენტის დისკრედიტაციის მიზანმიმართული მცდელობა. სირცხვილია, როცა ეს ხდება ასეთი ისტორიული მატჩის წინ. ახლა ჩვენი ფეხბურთელების ირგვლივ უნდა სუფევდეს ხალხის ერთობა და საზეიმო განწყობა, მათ სჭირდებათ მთელი ქვეყნისგან, ყველა ინსტიტუტისგან თანადგომა და გამხნევება. ეს ერთობა არსებობს და ვერანაირი მდაბიო მცდელობა ამას ვერ შეარყევს. წარმატებებს და გამარჯვებებს ვუსურვებთ ჩვენს ფეხბურთელებს ევროპის ჩემპიონატზე. რაც შეეხება დაჯილდოებას, ჯილდოზე წარდგენილ ყველა პირს პრეზიდენტი პირადად დააჯილდოებს სექტემბერში, ორბელიანების სასახლეში, ეს იქნება სახალხო ზეიმი",- აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ, ფეხბურთელები და ფედერაციის წარმომადგენლები ღირსების ორდენზე წარადგინეს. 13 ივნისს, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ღირსების ორდენით დაჯილდოების ინიციტიავას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ გამოხმაურებია. იმავე დღეს, პაპუაშვილმაც აღნიშნა, რომ ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრებისა და სამწვრთენლო შტაბის შემადგენლობის ღირსების ორდენით დაჯილდოებასთან დაკავშირებული დოკუმენტისთვის ზურაბიშვილს ხელი არ მოუწერია. "ქართული ოცნების" ლიდერების აღნიშნულ განცხადებებს საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაცია და განმარტა, რომ ზურაბიშვილმა ფეხბურთის ნაკრების წევრების დაჯილდოების აქტი მაისში გამოსცა, ჯილდოების გადაცემა კი, სექტემბერში გაიმართება. გამოქვეყნდა პრეზიდენტის განკარგულებებიც - N23/05/02 და N23/05/01, სადაც იმ პირების სიაა, ვინც ღირსების მედლით დაჯილდოვდნენ. დღეს, 16 ივნისს კალაძემ თქვა, რომ განკარგულებაში "ბევრი ადამიანია გამოტოვებული" და რომ "ეროვნული ნაკრების გადასაწყვეტია, რამდენად უღირთ ორდენები, როცა თავიანთი კოლეგები, ვისთან ერათადაც იბრძოდნენ, გამოტოვეს".
ტრამპი საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციების შესახებ: ისლამი ოდესღაც დიდებული ქვეყნის დაპყრობას ცდილობს
სოჭის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი AFRAMAX RIO იწვის - ვიდეო
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
მარტა კოსი- საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)