|
2024-06-16 16:33:34, 376 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს. "ექსპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს, გამოვეხმაუროთ "ტელეკომპანია პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელშიც ნათქვამი იყო რომ თითქოს, ქართველი მესაზღვრეების მხრიდან უკრაინის მოქალაქის მიმართ განხორციელდა ძალადობა. განვმარტავთ, რომ აღნიშნული მოქალაქე მიმდინარე წლის 11 აპრილს გამოცხადდა დარიალის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, იქიდან გამომდინარე, რომ მან ვერ წარმოადგინა სამგზავრო დოკუმენტი ვინაობის დადგენის მიზნით, მოხდა აღნიშნული პიროვნების სპეციალურად გამოყოფილ ადგილას გადაყვანა. ასევე, მოქალაქეობის დადგენის მიზნით, უკრაინის საკონსულოში გაგზავნილი იქნა წერილი, საიდანაც საპასუხოდ გამოგზავნილი იქნა ნოტა, რომლის მიხედვით დადასტურდა რ.ს. - ს უკრაინის მოქალაქეობა, რის შემდეგაც საგამონაკლისო წესით, მიმდინარე წლის 31 მაისს შემოშვებული იქნა საქართველოში. ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ რ.ს. არის წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, მესაზღვრეებმა რ.ს.-ზე იძალადეს, არ შეესაბამება სიმართლეს და ემსახურება პოლიციის დისკრედიტაციას. ასევე, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ რ.ს. საქართველოში 31 მაისს შემოვიდა, თუმცა მას ამ დრომდე, რაიმე სახის ძალადობის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია. ასევე, განვმარტავთ, რომ, ტელეკომპანიას, აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტისთვის არ მოუმართავს",- ნათქვამია განცხადებაში.
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)