|
2024-06-16 14:19:47, 342 ნახვა
საზოგადოება
საძოვრების მართვის შესახებ კანონპროექტის განხილვა გაიმართა
საძოვრების მართვის თემაზე, მათ შორის მათ იდენტიფიკიაციაზე, საძოვრებით სარგებლობის ფორმებზე, დეგრადაციის პრევენციის უზრუნველყოფაზე და სხვა მასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე, შეხვედრაზე იმსჯელეს. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი ესწრებოდნენ. თენგიზ ნასარიძემ საძოვრების მართვის კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში დასრულდება საძოვრების მართვის შესახებ კანონპროექტის შემუშავება. „საძოვრების მართვა, წლების განმავლობაში, გამოწვევა იყო როგორც ჩვენი ფერმერებისთვის, ისე ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებისთვის. სამუშაო შეხვედრებზე შევჯერდით მთავარ საკითხებზე, რაც კანონპროექტში იქნება ასახული. ვფიქრობთ, რამდენიმე თვეში კანონპროექტს საზოგადოებას საჯარო განხილვების ფორმატში წარვუდგენთ. კანონპროექტი მუშავდება მოსახლეობის და ფერმერების ინტერესების სრულად გათვალისწინებით“, - აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ. საძოვრების მართვის შესახებ კანონპროექტის მიზანი საძოვრების მდგრადი მართვის სამართლებრივი საფუძვლების შექმნით საძოვრების დეგრადაციის პრევენცია, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება, პროდუქტიულობის გაუმჯობესება, ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და მეცხოველეობის დარგის მდგრადი განვითარების ხელშეწყობაა. კანონპროექტი სახელმწიფო, მუნიციპალურ და კერძო საკუთრებაში არსებული საძოვრების; დაცულ ტერიტორიებში, მათ შორის დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ მართული, ასევე დაცულ ლანდშაფტებსა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებში და ტყეში, ასევე მათ ფარგლებს გარეთ მდებარე საძოვრების მართვას დაარეგულირებს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, მზია გიორგობიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია მსგავსი ფორმატის დიალოგი, რათა სწორად განისაზღვროს უწყებების როლი და ყველა მომზადებული შეხვდეს რეფორმას. შეხვედრა პროექტის „მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN) ეროვნული მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“ ფარგლებში, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) ორგანიზებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მხარდაჭერით გაიმართა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ტრამპი: ჰორმუზი კვლავ ჩაიკეტება, აშშ-ირანი საბოლოო შეთანხმების მიღწევას შეეცდებიან
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)