|
2024-06-14 20:32:33, 493 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - პარლამენტის წევრები ახალისებენ ძალადობას - ეს არის რუსული სტილის პოლიტიკა
საზოგადოება არ არსებობს, სადაც არ შეიძლება შენი საკუთარი პოზიციის დაფიქსირება თავისუფლად, ისე რომ არ შეგეშინდეს, რომ ვინმე დაგხვდება ბნელ ქუჩაში და გაგისწორდება, მითუმეტეს იმ პირობებში, როცა ჩვენი ქვეყნის პარლამენტის წევრები ამას ახალისებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში, შშმ პირებთან შეხვედრაზე განაცხადა. როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, მმართველი პარტია რუსულ სტილის პოლიტიკას ატარებს. "დღეს არის 14 ივნისი, საქართველოში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეა, მაგრამ მე ღრმად მწამს, რომ ადამიანის უფლებები არის ერთი. არ შეიძლება, რომ ვილაპარაკოთ ერთ კატეგორიაზე და არა ზოგადად ადამიანის უფლებებზე და ამიტომ მინდა რომ ვისარგებლო ამ დღით და გავაკეთო განცხადება იმის შესახებ, რა ხდება ქვეყანაში და რაც არის მიუღებელი ჩემთვის და თქვენთვისაც, რასაც ჰქვია ძალადობა. ძალადობა ახალგაზრდებზე, ძალადობა ადამიანებზე, რომლებიც თავიანთ აზრს გამოთქვამენ. საზოგადოება არ არსებობს, სადაც არ შეიძლება შენი საკუთარი პოზიციის დაფიქსირება თავისუფლად, ისე რომ არ შეგეშინდეს, რომ ვინმე დაგხვდება ბნელ ქუჩაში და გაგისწორდება, მითუმეტეს იმ პირობებში, როცა ჩვენი ქვეყნის პარლამენტის წევრები ამას ახალისებენ, ამართლებენ და ერთგვარად ეს იქცა როგორც პოლიტიკა და მე სხვა დახასიათება არ შემიძლია ამ ქმედებების, თუ არა რუსული სტილის პოლიტიკა. ასეა რუსეთში, ასე გრძელდება წლების მანძილზე საკუთარი ოპონენტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენება. ეს არ არის ევროპა, ეს არ არის ევროპული ქმედებები, ეს არ არის ქართულ ქმედებები და ასე მგონია, რომ ვერანაირად ქართველი ვერ გაამართლებს ამას", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ტრამპი საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციების შესახებ: ისლამი ოდესღაც დიდებული ქვეყნის დაპყრობას ცდილობს
სოჭის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი AFRAMAX RIO იწვის - ვიდეო
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
მარტა კოსი- საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)