|
2024-06-14 18:23:07, 455 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი ბორელს მიმართავს, დაუწესდეს სანქციები ივანიშვილს, კობახიძეს, გომელაურს, პაპუაშვილს და კალაძეს
დაუწესდეს სანქცია ივანიშვილს, კობახიძეს, გომელაურს, პაპუაშვილს, კალაძეს - ასე მიმართა ლატვიელმა ევროპარლამენტარმა, ანსის პუპოლსმა, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს კომისარს, ჯოზეფ ბორელს. ევროპარლამენტარი ბორელს მიმართავს, დაიწყოს პროცედურები ქართველი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, ხელისუფლების მიერ არადემოკრატიული ქმედებებისა და ადამიანის უფლებების დარღვევისთვის. "როდესაც ევროპარლამენტარი გავხდი, საქართველოში ჩავედი, პირადად შევხვდი რამდენიმე ოპოზიციონერს და ჩემი თვალით ვნახე იქ არსებული მდგომარეობა. სიტუაცია მართლაც კრიტიკული და დრამატულია - დემოკრატია კიდევ ერთ ევროპულ ქვეყანაშია საფრთხის ქვეშ და ეს ნათლად უნდა ვაღიაროთ. 24 ივნისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართება, რომლის დროსაც საქართველოს საკითხის განხილვა იგეგმება. ეს არის შესაფერისი მომენტი, რათა შევახსენოთ როგორც ევროპარლამენტარებს, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ ცივილიზებული და დემოკრატიული ევროპა არ შეიძლება გულგრილი დარჩეს იმის მიმართ, რაც საქართველოში ხდება. ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ საქართველოში დაინგრეს დემოკრატიული ღირებულებები, ქვეყანა გაჰყვეს ბელორუსის გზას და გახდეს რუსეთის სატელიტი. ახლა, როგორც არასდროს, საჭიროა ევროკავშირის აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. საქართველოში განვითარებული მოვლენებისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ რამდენიმე ქართველი ჩინოვნიკისთვის უკვე დაწესებული სანქციების გათვალისწინებით, მე მოვუწოდებ ევროკავშირს, დაუწესოს სანქციები: - პოლიტიკოსსა და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის შელახვის, ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებისა და მისი კონსტიტუციის პრინციპების შელახვის გამო, სახელმწიფოს ხელში ჩაგდებაში მისი მთავარი როლის გათვალისწინებით.
ტრამპი საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციების შესახებ: ისლამი ოდესღაც დიდებული ქვეყნის დაპყრობას ცდილობს
სოჭის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი AFRAMAX RIO იწვის - ვიდეო
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
მარტა კოსი- საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)