|
2024-06-14 16:05:21, 575 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ ყოფილ უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს ყოფილ უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. "სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2023 წლის 14 დეკემბერს საქმეზე - "ვლადიმერ მჭედლიშვილი საქართველოს წინააღმდეგ" ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (ადამიანის წამება, არაადამიანური თუ დამამცირებელი დასჯა ან მასთან ასეთი მოპყრობა) პროცედურული ასპექტის დარღვევა დაადგინა. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, სახელმწიფოს საქმეზე ეფექტიანი გამოძიების ჩატარების ვალდებულება დაეკისრა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული ხელახალი გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 15 მაისს, ქ. სიღნაღში, ქორწინების სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ.ნ.-მ, თანამშრომლებთან ერთად ადმინისტრაციული წესით დააკავა. იმავე დღეს, დაკავებული პოლიციის თანამშრომლებმა აღნიშნული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში გადაიყვანეს, სადაც მას უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ.ნ.-მ ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, რამაც ვლადიმერ მჭედლიშვილის ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა გამოიწვია დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარედგინა (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობის გამოყენებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)