10:44 - 07 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-13 14:12:50, 425 ნახვა

პოლიტიკა
ცისკარიშვილი - ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი, ვინ დასანქცირდება - მნიშვნელოვანია, ქვეყანა გადარჩეს

ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი, ვინ დასანქცირდება, მნიშვნელოვანია, ქვეყანა გადარჩეს,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

ცისკარიშვილის თქმით, "ფაქტი, რომ მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ვერ და არ გაიხსნება, უკვე არის ერთგვარი სანქცია, რაც "ოცნებამ" ქვეყანას გამოუწერა".

"ის შიში, რომელიც "ოცნების“ წარმომადგენლებს აქვთ ბიძინა ივანიშვილის მიმართ, არის გაცილებით დიდი, ვიდრე ის დისკომფორტი, რომელიც მათ შეიძლება ინდივიდუალური სანქციებისგან მიიღონ და შეექმნათ. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი, პირადად ვინ როგორ დასანქცირდება და ვის მოგზაურობა შეეზღუდება. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა გადარჩეს, ამათ ხელში ქვეყანა იქნება საბოლოო ჯამში სანქცირებული და ის ფაქტი, რომ ჩვენ შემდეგ ეტაპზე ვერ გადავალთ ევროინტეგრაციის და მოლაპარაკებები გაწევრიანებასთან დაკავშირებით ვერ და არ გაიხსნება, უკვე არის ერთგვარი სანქცია, რაც "ქართულმა ოცნებამ“ გამოუწერა ჩვენს ქვეყანას.

კარს მოგვადგა არჩევნები, რეჟიმი უნდა შევცვალოთ, გავუშვათ სახლებში და შემდგომ უკვე დემოკრატიული, კოალიციური, ახალი პროდასავლური მთავრობა დაჩქარებული წესით დააახლოებს საქართველოს ევროკავშირთან",- თქვა ცისკარიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირი სანქციების შესახებ კენჭისყრაში წევრი სახელმწიფოების ვეტოს უფლების შეზღუდვას განიხილავს
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ტრამპი საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციების შესახებ: ისლამი ოდესღაც დიდებული ქვეყნის დაპყრობას ცდილობს
სოჭის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი AFRAMAX RIO იწვის - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics