01:10 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-13 14:03:20, 345 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქის მერმა 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

13 ივნისის ტრაგედიიდან 9 წელი გავიდა. ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით 13 ივნისის მემორიალთან სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო. 

„2015 წლის 13 ივნისი ძალიან მძიმე დღეა საქართველოსა და დედაქალაქის ისტორიაში. ყველას გვახსოვს, რამდენად მძიმე იყო ეს დღე  ჩვენი ქალაქისთვის.  სამწუხაროდ, დავკარგეთ ბევრი ჩვენი თანამოქალაქე, განადგურდა ინფრასტრუქტურა. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ ოჯახებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს. აქვე მინდა გავიხსენო სტიქიის მეორე დღე, როდესაც მთელი ქვეყნის ახალგაზრდობა გაერთიანდა და ყველა ერთად შევუდექით ქალაქის დასუფთავებას, აღდგენით სამუშაოებს. დღესაც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ ყველანაირი ინფრასტრუქტურის აღდგენა და დანგრეულის აშენებაა შესაძლებელი, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ დავიბრუნებთ გარდაცვლილ ადამიანებს", - განაცხადა კახა კალაძემ. 

13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას  პატივი მიაგეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ, დედაქალაქის მერის მოადგილეებმა და საკრებულოს წევრებმა.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics