|
2016-02-15 16:44:39, 713 ნახვა
სამართალი
ბესელია: ის, რომ სააკაშვილი ასეთი ტიპის ჩანაწერებს აკეთებდა ყველაზე, ვინც იყო აქტიური და მისთვის მიუღებელი, უცხო არ არის
"ის, რომ სააკაშვილი ასეთი ტიპის ჩანაწერებს აკეთებდა ყველაზე, ვინც იყო აქტიური და მისთვის მიუღებელი ადამიანი, მე მგონი ეს პირველად არ გვესმის. კონკრეტული გარემოებები არ ვიცი, ასეთი თემები კანონით დაცულია და წესები ყველამ უნდა დავიცვათ", - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ მისი პირადი ცხოვრების ამსახველ ფაქტებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების კომენტირებისას განაცხადა. ბესელია გამოძიების მიმდინარეობის დეტალებზე ვერ საუბრობს: "თემებზე, სადაც არსებობს კონკრეტული პასუხისმგებლობა პირების, რომ ის არ ექვემდებარება საჯარო გახმაურებას, საჯარო შეფასებებს, ასეთი თემები კანონით დაცულია. ამიტომ პროცედურა უნდა დაიცვას ყველამ, თუ ვინმე არღვევს ამ პროცედურას, ეს მისი პრობლემაა. ზოგადად, 2010-2011 წლებში, უფრო ადრეც, როდესაც ქვეყნდებოდა დახურული, ანუ პირადი საუბრები, სატელეფონო საუბრის ჩანაწერები, პოლიტიკოსების, არაპოლიტიკოსების და ასეთი ჩანაწერები წლების განმავლობაში ქვეყნდებოდა, ასეთი ინფორმაციები არსებობს, 18-ზე მეტი ფაილია, რომელზეც ათასობით უკანონო ჩანაწერი არსებობს, დიდი ნაწილი განადგურებულია, მაგრამ არსებობს ასევე ეჭვი და ვარაუდი მაშინვე იყო გამოთქმული, რომ ძალიან ბევრი მასალა ასევე არის ყოფილი თანამშრომლების მხიდან გატანილი. შესაბამისად, ყველა ეს ქმედება არის დასჯადი და ის, რომ სააკაშვილი ასეთი ტიპის ჩანაწერებს აკეთებდა ყველაზე, ვინც იყო აქტიური და მისთვის მიუღებელი ადამიანი, მემგონი პირველად არ გვესმის ეს ინფორმაცია. რაც შეეხება კონკრეტულ გარემოებებს, კონკრეტული გარემოებები არ ვიცი, როგორც გითხარით არსებობს სპეციალური წესები და ეს წესები უნდა დავიცვათ ყველამ", - განაცხადა ეკა ბესელიამ. შეგახსენებთ, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მოქალაქე გელა ღურწკაია დააკავა. "რუსთავი2"-ის ინფორმაციით, საქმე ეხება ორი თვის წინ მომხდარ ინციდენტს, როდესაც გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ რედაქციაში გელა ღურწკაია მივიდა და წინასწარ დაანონსა, რომ ეკა ბესელიასა და პოლიტპატიმრების შესახებ, ჟურნალისტებისათვის საინტერესო მასალები ჰქონდა. მათივე ცნობით, გაზეთის რედაქტორის ნანა თვალაბეიშვილის მიერ მეხსიერების ბარათის შემოწმების შემდეგ კი მასზე დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა აღმოჩნდა. მთავარმა პროკურატურამ დღეს დაადასტურა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდოამრის ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. პროკურორის მოადგილის გიორგი გოგაძის განცხადებით, ინფორმაცია არ აქვს, რა ეტაპზეა გამოძიება, თუმცა გოგაძე ამბობს, რომ მათი მხრიდან რეაგირება უმკაცრესი იქნება.
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)