|
2024-06-13 12:12:45, 379 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, საერთაშორისო მარტექ ფესტივალი Touch.Point იწყება
"საქართველოს ბანკი", როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ციფრული პროდუქტების განვითარების და ამ მიმართულებით ინიციატივების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში რიგით მეორე საერთაშორისო მარტექ ფესტივალი - Touch.Point 14 ივნისს, არტარეას ტერიტორიაზე ჩატარდება. ფესტივალის მთავარი მიზანი საქართველოსა და კავაკასიის რეგიონში მარკეტინგის, კომუნიკაციების და კრეატიული ინდუსტრიის სფეროებში მომუშავე ადამიანებისთვის ახალი ცოდნის და გამოცდილების გაზიარებაა, რათა უფრო მეტად დაახლოვდნენ ტექნოლოგიებთან, გაზარდონ მაკეტინგული ხელსაწყოების სწორი და ეფექტური გამოყენება. ღონისძიება ასევე მიზნად ისახავს, ამ სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის, როგორც ადგილობრივ, ასევე გლობალურ ბაზარზე განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნას. ღონისძიების პროგრამა მრავალფეროვანია და ის აერთიანებს როგორც პანელურ დისკუსიებს, ვორქშოფ სესიებს, Q&A სესიებს, ქინოუთ პრეზენტაციებს და სხვა. სპიკერებს შორის არიან მარკეტინგის და კომუნიკაციების წამყვანი სპეციალისტები, ისეთი კომპანიებიდან როგორიცაა: Spotify, Meta, Google, Volvo Car, CopysightAI, Smartly.io, Martech Institute და ბევრი სხვა. „მოხარულები ვართ, რომ საერთაშორისო მარკეტინგული ტექნოლოგიების ფესტივალი Touch.Point იწყება და ღონისძიების პარტნიორები ვართ. საერთაშორისო მარტექ ფესტივალზე გვსურს კრეატიულ ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანებს ამ სფეროში არსებული სიახლეები გავუზიაროთ და ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე განვითარების შესაძლებლობები მივცეთ. წლევანდელი პროგრამა განსაკუთრებით მრავალფეროვანი და ინტერაქციულია. პრეზენტაციებს ჩაატარებენ და ვორქშოპებს გაუძღვებიან ისეთი ცნობილი კომპანიის წარმომადგენლები, როგორიცაა Google, Meta, Spotify და სხვა. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ინფორმაცია ინდუსტრიაში არსებულ თანამედროვე გამოწვებსა და მიდგომებზე, ხელოვნური ინტელექტის, სოციალური მედიისა და ტექნოლოგიების როლზე კრეატიულ ინდუსტრიაში. ასევე, დაესწრონ ინდივიდუალურ და ჯგუფური სესიებს, რისი მეშვეობით, შეიმუშავებენ ახალ ბაზარზე ეფექტურად შესვლის სტრატეგიებს და მეტს გაიგებენ შემოქმედებითი პროცესის დახვეწისა და დროის ოპტიმალურად გამოყენების გზებზე. ჩვენ კი აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მსგავსი საინტერესო პროექტების მხარდაჭერას“, - აცხადებენ "საქართველოს ბანკში" ღონისძიების ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)