|
2024-06-12 12:52:06, 469 ნახვა
საზოგადოება
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით, მარჯანიშვილის თეატრში „გაკვეთილის“ პრემიერა გაიმართება
ბაზისბანკსა და კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრს შორის გენერალური სპონსორობის ფარგლებში, 13 ივნისს, მარჯანიშვილის თეატრის სხვენში, რეჟისორ ჯაბა პაპუაშვილის სპექტაკლის „გაკვეთილი“ პრემიერა გაიმართება. „გაკვეთილი“ არის ამბავი თანამედროვე სამყაროში ძველი და ახალი თაობის მარადიულ დაპირისპირებაზე. სამყაროში, სადაც ტექნოლოგიებია გამეფებული და ადამიანურ ურთიერთობებს ყველაზე რთული გამოცდის ჩაბარება უწევს. „ბაზისბანკი, როგორც ქართული კულტურის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, მესამე წელია კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის გენერალური სპონსორია. ბანკსა და მარჯანიშვილის თეატრს შორის თანამშრომლობა მიზნად ისახავს თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციას და ერთობლივი, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას. მოხარულები ვართ, რომ კვლავ აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ თანამშრომლობას და წელს უკვე მესამე სპექტაკლის პრემიერას ვთავაზობთ თეატრის მოყვარულებს. მიგვაჩნია, რომ ქართული კულტურის განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია ბიზნეს სექტორის მხარდაჭერა და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ბევრ საინტერესო ერთობლივ პროექტს შევთავაზებთ მაყურებელს“, - აცხადებს ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური. მარჯანიშვილის თეატრის გენერალური სპონსორია ბაზისბანკი.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)