|
2024-06-11 13:53:35, 403 ნახვა
საზოგადოება
TBC x USAID - ტექნოლოგიური განათლებისთვის
ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებისთვის, უკვე ერთ წელზე მეტია, რაც "თიბისი", USAID-თან თანამშრომლობით, ახორციელებს პროექტს „TBC x USAID - ტექნოლოგიური განათლებისთვის“. პროექტის წინა ეტაპზე 10,000-მდე რეგისტრირებული აპლიკანტიდან შეირჩა 400-ზე მეტი მონაწილე, რომელთაგან ნაწილი მიმდინარე სტუდენტია, ნაწილმა კი უკვე წარმატებით დაასრულა სასწავლო პროგრამები და საკუთარ კარიერას სხვადასხვა წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიაში აგრძელებს. ახლა კი, რეგისტრაცია ცხადდება დამატებით 350-მდე მონაწილის მომზადებასა და გადამზადებისთვის. კიბერუსაფრთხოება, ინფორმაციული უსაფრთხოება, iOS Development, DevOps, Python, React, Blockchain - ეს ის პროგრამებია, რომელთა შესწავლაც პროექტის ფარგლებში 18 წელს ზევით ასაკის ყველა მსურველს შეუძლია. კურსები განკუთვნილია, როგორც დამწყებთათვის, ასევე იმ პირებისთვის ვინც უკვე ფლობს გარკვეულ ცოდნას და სურს უნარების განვითარება ამ მიმართულებით. 10-დან 26 ივნისის ჩათვლით რეგისტრაცია მიმდინარეობს, სრულად დაფინანსებულ, შემდეგ პროგრამებზე: 24 ივნისიდან კი მსურველები შეძლებენ დარეგისტრირდნენ შემდეგ მიმართულებებზე: iOS Development; React; პროგრამირების საფუძვლები (Python); Advanced Python (Django); სადაც სწავლა 2024 წლის სექტემბრიდან დაიწყება. სწავლების ხანგრძლივობა, კურსების მიხედვით 3-6 თვემდეა და სრულად ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს, რაც კურსებს ხელმისაწვდომს ხდის მთელი საქართველოს მასშტაბით და ხელს უწყობს რეგიონებში სფეროს განვითარებას, ტექნოლოგიების როლისა და დასაქმების შესაძლებლობის ზრდას. პროექტის ერთ-ერთი მთავარი ფოკუსია ტექნოლოგიების სფეროში ქალთა გაძლიერება, რაც მათთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას ითვალისწინებს. პროგრამები წარიმართება "თიბისის" IT აკადემიის მიერ, სფეროს წამყვანი ექსპერტების ჩართულობით. პროგრამები სტუდენტებს რეალურ სამუშაო გარემოზე დაფუძნებულ სწავლებას სთავაზობს, რაც მათ სხვადასხვა უნარების განვითარებაში ეხმარება და ხელს უწყობს დასაქმებაში. „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“ არის შესაძლებლობა კარიერული განვითარებისთვის ტექნოლოგიების სფეროში. ეს არის შანსი შეიძინო ახალი ან გაიუმჯობესო ამჟამინდელი პროფესია და განივითარო უნარები ჩვენს მიერ შეთავაზებულ მიმართულებებში.
ტახტის მოსაყდრე შიო: მომდევნო კვირაში ჩვენ მოგვიწევს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა
რეჟიმის წარმომადგენელმა თურნავამ, რეფინანსირების განაკვეთი გაეზარდა ინფლაციას დააბრალა
მეუფე იობი ეკლესიაში საგარეო ჩარევებზე: ზეწოლაც ხდება და ჩარევებიც ხდება
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად, 252 029 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება - „საზოგადოება და ბანკები“
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)