11:35 - 07 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-10 13:38:22, 439 ნახვა

პოლიტიკა
ზარქუა მაკრონსა და ბაიდენს - მგონია, რომ პრობლემა, ბიჭებო, თქვენს მმართველობაშია - ეს უნდა გამოასწოროთ

მგონია, რომ პრობლემა, ბიჭებო, თქვენს მმართველობაშია, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ზარქუა საფრანგეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების მოწოდებას.

როგორც ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პრობლემა მათ "არასწორ, უსამართლო" დამოკიდებულებაშია სხვა ქვეყნების მიმართ. 

"ჩვენ დავრწმუნდით, რომ ევროკავშირის მოსახლეობა და ქართული სახელმწიფოს ხელისუფლება ერთი და იგივე პოლიტიკას ვატარებთ, პრაგმატულს, რომლებიც ვიცავთ ჩვენს ინტერესებს, ჩვენს ადათ-წესებს, ჩვენს მართლმადიდებლობას, რელიგიას ჩვენს ხალხს, თავისუფლებას და სუვერენიტეტს. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მგონია, რომ პრობლემა, ბიჭებო, თქვენს მმართველობაშია. პრობლემა, ბიჭებო, თქვენს არასწორ, უსამართლო დამოკიდებულებაშია სხვა ქვეყნების მიმართ. მე მგონი, ეს უნდა გამოასწოროთ, თორემ, საფრანგეთშიც პრობლემა იქნება მალე - და იქ კიდევ ტრამპი მოდის, მისტერ ბაიდენ. ასე რომ, დაფიქრდით, დაფიქრდით", - განაცხადა ზარქუამ. 

შეგახსენებთ, გუშინ, 9 ივნისს, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, "ქართულ ოცნებას" ქვეყნის ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით, საზოგადოების პატივისცემისკენ მოუწოდეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის ქვეყნები რუსეთში შავი ჭირის შესაძლო აფეთქების საკითხს განიხილავენ
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველი საერთაშორისო AI კონფერენცია Crossroad AI გაიმართა
სექტემბერში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 751 ფაქტი დაფიქსირდა
თბილისის მერია შსს-თან ერთად, გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow box-ის დანერგვაზე მუშაობა დაავალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics