|
2024-06-07 16:10:49, 403 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე გამოფენას WinExpo Georgia დაესწრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე გამოფენასWinExpo Georgia დაესწრო. ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-16 საერთაშორისო გამოფენაWinExpoGeorgia2024 თბილისში დღეს გაიხსნა. სამდღიანი ფესტივალიგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და გამოფენების ცენტრი „ექსპოჯორჯიას“ ორგანიზებით იმართება და მასშიმსოფლიოს 8 ქვეყნის200-მდე კომპანია მონაწილეობს. გამოფენაზე წარმოდგენილია ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი დიდი და საშუალო კომპანიები, მცირე მარნები, ასევე ღვინის ტექნოლოგიები, შესაფუთი მასალები, მევენახეობა-მეღვინეობის მანქანა-დანადგარები, სანერგეები, მინა, აქსესუარები და სერვისები. ღონისძიება ოფიციალურად გახსნეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ,გამოფენების ცენტრი „ექსპოჯორჯიას“ დირექტორმარესან ქიქავამ და ბრიტანელმა ღვინის მაგისტრმა ტიკატკინმა. „მსგავსი გამოფენები და ღონისძიებები საუკეთესო პლატფორმას წარმოადგენს ღვინის პოპულარიზაციისთვის, სადაც დაინტერესებულ კომპანიებს, იმპორტიორებსა და მეწარმეებს აქვთ საქმიანი კონტაქტების დამყარების შესაძლებლობა.გამოფენის მასშტაბი, მონაწილე კომპანიების და ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, რაც ადასტურებს გამოფენის პრესტიჟულობას და ქართული ღვინისადმი გაზრდილ ინტერესს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში ღვინის ინდუსტრია სწრაფად ვითარდება, იქმნება ღვინის მწარმოებელი ახალი კომპანიები, ინერგება ახალი ტექნოლოგიები და იწარმოება მაღალი ხარისხის ღვინო, ყოველწლიურად იზრდება ქართული ღვინის ექსპორტიც. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საერთაშორისო ბაზრებზე აქტიურ მარკეტინგულ ღონისძიებებს ახორციელებს და ეს მხარდაჭერა გაგრძელდება მომავალშიც“, - აღნიშნა იური ნოზაძემ გამოფენის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე. აღსანიშნავია, რომ გამოფენის WinExpoGeorgia 2024ფარგლებში,რიგით მე-14 საერთაშორისო ღვინის კონკურსი GeorgiaInternationalWineAwardგაიმართება - ღვინის საერთაშორისო ექსპერტები 220-მდე ღვინოს შეაფასებენ.გამარჯვებულები გამოვლინდებიან 7 კატეგორიაში. გაიცემა ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები.კონკურსის ჟიურის თავჯდომარეა ღვინის მაგისტრი,ღვინის მწერალი(WineWriter), ჰარპერსის, დეკანტერისდა მრავლი სხვა გამოცემის ავტორი ტიმ ატკინი (დიდი ბრიტანეთი). გამოფენა7-9 ივნისს, გამოფენების ცენტრ „ექსპოჯორჯიას“ტერიტორიაზე იმართება. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)