|
2024-06-07 11:02:48, 372 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ 160-ზე მეტი სტიპენდიატი 15 პარტნიორ უნივერსიტეტში
"საქართველოს ბანკი" ახალგაზრდებისთვის განვითარების შესაძლებლობების შექმნას და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით ინიციატივების განხორციელებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამისათვის, უკვე რამდენიმე თვეა "საქართველოს ბანკი" სტიპენდიების პროგრამას ახორციელებს. ინიციატივის ფარგლებში 15 პარტნიორ უნივერსიტეტში უკვე გამოვლინდა 160-ზე მეტი სტიპენდიატი, რომლებმაც სწავლის სრული და ნაწილობრივი დაფინანსება მიიღეს. პროექტი გრძელდება და პროგრამის გამარჯვებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. სასტიპენდიო პროგრამაში სტიპენდიატების გამოსავლენად პარტნიორი უნივერსიტეტები კრიტერიუმებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებს ინდივიდუალურად ადგენენ. შემდეგ კი გამორჩეული აკადემიური მოსწრებისა და შედეგების მქონე სტუდენტები გასაუბრებას გადიან ჟიურის წევრებთან. სტიპენდიის მიღება შეუძლია ბაკალავრის საფეხურის სტუდენტებს, უნივერსიტეტში ჩაბარებისთანავე. ამისათვის, საჭიროა, კანდიდატი იყოს პარტნიორი უნივერსიტეტის სტუდენტი. პირველკურსელები სტიპენდიას მიიღებენ ეროვნული გამოცდების ქულების ან უნივერსიტეტის მიერ შერჩეული კრიტერიუმების შესაბამისად. მეორე, მესამე და მეოთხე კურსელებს კი მაღალი აკადემიური მოსწრება უნდა ჰქონდეთ. შერჩევის კრიტერიუმებისა და პარტნიორი უნივერსიტეტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე. ინფორმაციისთვის, "საქართველოს ბანკის" კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულება 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. მათ შორის არის Fulbright-ისა და ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამები. რომლის ფარგლებშიც, "საქართველოს ბანკი" აშშ-ს საელჩოსა და დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით,შესაძლებლობას აძლევს სამაგისტროსაფეხურის სტუდენტებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს მიიღონ სწავლისა და ცხოვრების ხარჯების 100%-იანი დაფინანსება აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში სასწავლებლად. Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში უკვე გამოვლინდა "საქართველოს ბანკის" 12 სტიპენდიატი, Chevening-ის პროგრამის ფარგლებში კი 27-მა სტუდენტმა ისწავლა დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში "საქართველოს ბანკის" დაფინანსებით. ამასთან, "საქართველოს ბანკი" Miami Ad School Europe-თან თანამშრომლობით ახორციელებს ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამას, რომლის ფარგლებშიც კრეატიული ინდუსტრიით დაინტერესებულ ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, ისწავლონ გერმანიაში, Miami Ad School Europe-ში 100%-იანი დაფინანსებით ორწლიან პორტფოლიო პროგრამაზე. ნიკა გუჯეჯიანის სტიპენდიის ფარგლებში უკვე გამოვლინდა ოთხი სტიპენდიატი. "საქართველოს ბანკის" მიერ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს - csr.bog.ge.
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)