12:21 - 07 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-05 13:30:32, 478 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - ჩვენ ვნახეთ 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეები, რომლებიც საკუთარ სამშობლოს ასმენენ

ჩვენ ვნახეთ 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეები, რომლებიც საკუთარ სამშობლოს ასმენენ,- ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ განხილვას.

პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, განხილვაში მონაწილე ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელ ნატალია საბანაძესა და "ღია საზოგადოების ფონდის" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერ ვანო ჩხიკვაძეს მოღალატეები უწოდა.

"ჩვენ ვნახეთ 2 მოღალატე და არცერთი მეგობარი. აი, ეს არის საბოლოოდ ის დასკვნა, რაც ჩვენ შეგვიძლია გამოვიტანოთ გუშინდელი განხილვიდან. ჩვენ ვნახეთ 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეები,  რომლებიც საკუთარ სამშობლოს ასმენენ სხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში და რომლებმაც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს დაკითხვის დროს სხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს. ამაზე დიდი სირცხვილი რა შეიძლება ადამიანს შეეყაროს, არ ვიცი",- თქვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებით განხილვა გაიმართა, რომელშიც "ღია საზოგადოების ფონდის" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე და ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ნატალია საბანაძეც მონაწილეობდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად მოითხოვა, რომ რუსეთმა შავი ჭირის კვლევის ცენტრის თანამშრომლის გარდაცვალების დეტალები მიაწოდოს
ირაკლი კობახიძე -ჩვენი გეგმის მიხედვით, პირველი გემები ანაკლიაში 2029 წელს უნდა შემოვიდეს
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში „თბილისობა“ გაიმართა
კობახიძე - ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით მსოფლიო ბანკის განახლებული პროგნოზი გაიზარდა 7%-მდე, 2 პროცენტული პუნქტით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics