23:08 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-05 12:57:07, 447 ნახვა

სამართალი
მიმდინარე წლის მაისში, უკანონო ტყითსარგებლობის 151 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2024 წლის პირველი მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 151 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის, 111 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 40 კი, საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, სამართალდარღვევებიდან 10 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.  

"უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი - 37-37 ფაქტი გამოვლენილია კახეთსა და  სამეგრელო-ზემო სვანეთში; სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა 17 სამართალდარღვევა, აჭარაში - 15, შიდა ქართლში - 11, იმერეთშიც - 11, გურიაში - 8,  რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში - 7, ქვემო ქართლში - 6 და მცხეთა-მთიანეთში - 2. 

ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 138 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე.

ამავე პერიოდში დალუქულია  3 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო. 

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. მიმდინარე წლის პირველ 5 თვეში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო ტყითსარგებლობის 1 135 ფაქტი გამოავლინეს",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
სააკაშვილი: საქართველოდან ბენზინი არა აფხაზეთში, არამედ სამხრეთ რუსეთში მიეწოდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics