|
2024-06-03 10:50:26, 414 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ ტექ შეხვედრების სერია გრძელდება - .Net მიმართულება
"თიბისი" უკვე მეორე წელია, ტექ პლატფორმის გამოყენებით, შიდა კომუნის გასაძლიერებლად, თანამშრომლებისთვის წელიწადში რამდენჯერმე ატარებს შეხვედრებს, რომლებსაც ტექნოლოგიური კონფერენციის სახე აქვს. შეხვედრები ტარდება ტესტერებისთვის, დეველოპერებისთვის, DevOps მიმართულების პროფესიონალებისთვის, iOS და ანდროიდ დეველოპერებისთვის, ეჯაილ გუნდისთვის და სხვა. შეხვედრებზე "თიბისი" ტექის კონკრეტული მიმართულების თანამშრომლები განიხილავენ იმ დროისთვის რელევანტურ, ტრენდულ მოვლენებს, სიახლეებს, პრაქტიკებსა და გამოწვევებს, აზიარებენ გამოცდილებებს და ერთმანეთს სირთულეების დაძლევაში ეხმარებიან. სპიკერებიც, რომლებიც აუდიტორიის წინაშე გამოდიან, "თიბისის" თანამშრომლები არიან. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა, ამჯერად დეველოპერებისთვის, გასულ კვირას შედგა. აუდიტორიის წინაშე "თიბისის" 5 სპიკერი წარსდგა, ხოლო ერთ-ერთი მათგანი ხმის მიცემის შედეგად საუკეთესოდაც დასახელდა და ის საერთაშორისო კონფერენციაზე გაემგზავრება. სპიკერი, რომელმაც თანამშრომლების ყველაზე დიდი მოწონება დაიმსახურა, ბექენდ დეველოპერი შაკო ტურაშვილია. მისი პრეზენტაცია კი Net aspire-ს ეხებოდა - ახალ ტექნოლოგიას Net-ში. „წინა შეხვედრას დავესწარი. იყვნენ ძალიან საინტერესო გამომსვლელები, საინტერესო თემებით. მათი დახმარებით გავიგე ბევრი სიახლის შესახებ, რამაც ახალი ინტერესები გამიჩინა. ამის გამო წელს მეც მომინდა, მეგობრებისა და თანამშრომლებისთვის სიახლეები გამეზიარებინა. შევარჩიე თემა, რომელიც მეც ძალიან მაინტერესებს. ამასთან, სიახლეა და მასზე ბევრმა არ იცის. ამიტომაც, მინდოდა, ის სხვებისთვისაც გამეცნო". "თიბისისთვის", როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლების პროფესიული განვითარება, ამისთვის კომპანიაში ყოველკვირეულად ტარდება თანამშრომლებს შორის ცოდნის გაზიარების ონლაინ სესიები, რაც ხაზს უსვამს "თიბისის" თანამშრომლებზე ორიენტირებულ დამოკიდებულებას.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)