|
2024-05-31 15:49:57, 373 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - სპეციალური მოწყობილობით შემოწმდა წერეთლის გამზირის სანიაღვრე სისტემა და არსად პრობლემა არ არსებობს
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, წერეთლის გამზირზე სანიაღვრე სისტემა გამართულად მუშაობს, რაც „სპეციალური მოწყობილობით მისმა დათვალიერებამ დაადასტურა". როგორც კალაძემ „ფეისბუქში" პირდაპირი ჩართვისას აღნიშნა, გუშინ, „შეტბორვა" სეტყვის შედეგად ჩამოყრილი ფოთლების, ტოტების, სხვადასხვა ნივთის მიერ წყლის მიმღები სისტემის ჩაკეტვამ და სანიაღვრე ცხაურების გადავსებამ გამოიწვია. „გუშინ, სოციალურ მედიაში ვრცელდებოდა კადრები წერეთლის გამზირთან დაკავშირებით, მიმდინარეობდა სპეკულაციები და სიცრუის კამპანია იმასთან დაკავშირებით, თითქოს წერეთლის გამზირზე არ მუშაობს სანიაღვრე სისტემა. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. მინდა, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდებოდა წერეთლის გამზირზე და იმ კონკრეტულ ქუჩაზე, სადაც იყო შეტბორვა, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი. სეტყვის შედეგად ჩამოყრილი იყო ტოტები, ფოთლები, წყალს გვერდით ქუჩებიდან ჩამოტანილი ჰქონდა სხვადასხვა ნივთი, მაგალითად, იყო ავტომობილის ბამპერი, რომლითაც ფაქტობრივად ჩაკეტილი იყო წყლის მიმღები სისტემა, გადავსებული იყო სანიაღვრე ცხაურები. სპეციალური მოწყობილობით - რობოტით, რომელიც შევიძინეთ და რომელიც ათვალიერებს სანიაღვრე სისტემებს, დათვალიერებულ იქნა წერეთლის გამზირი და არსად არანაირი პრობლემა არ არასებობს, სანიაღვრე სისტემა ნალექს უპრობლემოდ ატარებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, უამინდობით გამოწვეული პრობლემების აღმოსაფხვრის პროცესში ჩართულია მუნიციპალიტეტის შესაბამისი უწყებები. „რამდენიმედღიანმა ძლიერმა წვიმამ და უამინდობამ თბილისის ზოგიერთ რაიონში დააზიანა გზები, დამჭერი კედლები, სხვადასხვა სახის პრობლემა შეუქმნა მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს. პროცესში ჩართულია ყველა რაიონული გამგეობა, ჩვენი თანამშრომლებიც ყველგან მივიდნენ, სადაც პრობლემები გამოიკვეთა. დაფიქსირდა ხის წაქცევის შემთხვევები. ამჟამადაც მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები სხვადასხვა რაიონში. მინდა, მოსახლეობამ იცოდეს: ყველგან მივალთ. არ დარჩება არც ერთი პრობლემური ადგილი, სადაც ჩვენი თანამშრომლები არ მივლენ და შესაბამის რეაგირებას არ მოახდენენ. ყველა რაიონს, უბანს, ოჯახს გვერდით დავუდგებით და ხელს შევუწყობთ იმ პრობლემების აღმოფხვრაში, რაც უხვმა ნალექმა შეუქმნა. არც ერთი ადამიანი უყურადღებოდ არ დარჩება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. როგორც კალაძემ აღნიშნა, მიმდინარეობს მდინარე ვერეს კალაპოტის გაწმენდის სამუშაოებიც.
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
„საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)