|
2024-05-31 14:59:00, 284 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი ლიზინგის“ ახალი პროდუქტი - „ტაქსი ლიზინგი“
აპლიკაციით მომუშავე ტაქსის მძღოლებისთვის "თიბისი ლიზინგმა" სპეციალური პროდუქტი შექმნა, რომელიც ავტომობილის შეძენას ან კატეგორიის გაუმჯობესებას ამარტივებს. ამისთვის მძღოლი მინიმალურ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს, მაგალითად: ფლობდეს მართვის მოწმობას და უფიქსირდებოდეს ყოველთვიური შემოსავალი. საქართველოში გავრცელებული პრაქტიკით, ტაქსით მომსახურება საკმაოდ შემოსავლიანი საქმიანობაა, თუმცა ხშირად, მძღოლს მანქანა არ ჰყავს, მისი ყოველდღიური ან თვიური სარგებლობისთვის ქირაობა უწევს. ლოგიკურია, რომ ასეთ დროს ხარჯი საკმაოდ მაღალია. ამავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ შემოსავალის ამ ტიპით რთულდება ავტომობილის შეძენა. ამ მოცემულობებზე დაყრდნობით გადავწყვიტეთ მძღოლებისთვის მოქნილი პროდუქტი შეგვექმნა“, - აცხადებს ეკატერინე ანჯაფარიძე, "თიბისი ლიზინგის" ავტომიმართულების ხელძღვანელი. საინტერესოა ისიც, რომ შეთავაზების ფარგლებში წახალისდება ქალაქის გადატვირთული მოძრაობისთვის კომფორტული და ეკონომიური - ელექტრო ავტომობილების დაფინანსება. „გამონაბოლქვის შემცირების და გარემოსდაცვითი უპირატესობების გარდა, ელექტრო ავტომობილები - ეკონომიურია, სწორედ ამიტომ, მათზე მოთხოვნა მზარდია. მომხმარებლები ხშირად მოგვმართავენ კითხვით, რომელი იქნება მათ საქმიანობაზე მორგებული, ყველაზე კომპაქტური და ბიუჯეტთან მეგობრული ვარიანტი? სწორედ ამიტომ, თავად გადავწყვიტეთ არჩევანზე ზრუნვა, პარტნიორებს ტაქსისთვის საუკეთესო მოდელების სპეციალურ ფასზე შევუთანხმდით და ჩვენი პროდუქტის ფარგლებში დაინტერესებული პირები, მათზე მინიმუმ 5000 ლარიან ფასდაკლებას მიიღებენ“. ტაქსი ლიზინგის შეთავაზებების გასაცნობად ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://tbcleasing.ge/products/taxi ან დაუკავშირდით "თიბისი ლიზინგს".
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
„საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)