05:22 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-31 10:02:24, 368 ნახვა

საზოგადოება
იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროს 2 ფაქტი გამოავლინეს

იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროს 2 ფაქტი გამოავლინეს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ სარგვეში, სახელმწიფო ტყეში, სახერხი საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე  აღმოჩენილია უკანონოდ მოპოვებული  12 კუბურ მეტრამდე პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) და  3 კუბური მეტრი  წაბლის სახეობის სამასალე მერქანი. რაც შეხება კანონდარღვევის მეორე ფაქტს, თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ გოდოგანში, ადგილობრივ მკვიდრს უკანონო სახერხი საამქრო საკარმიდამო ნაკვეთში ჰქონდა განთავსებული.

დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროები იმერეთის სატყეო სამსახურისა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაილუქა; უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გადატანილია ზესტაფონის „საქმიან ეზოში“.

ვინაიდან კანონდარღვევის ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაიგზავნა  შინაგან საქმეთა  სამინისტროში.

„ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სამსახურების თანამშრომლები უწყვეტ რეჟიმში, რეგულარულად ახორციელებენ მონიტორინგს უკანონო ფაქტების გამოვლენის მიზნით. ბოლო პერიოდში განვაახლეთ ჩვენი ტექნიკური ბაზა.  სახელწმიფო ტყეებში განთავსებულია ფოტოხაფანგები, რაც  კანონდარღვევის გამოვლენის აპრობირებული და ეფექტიანი საშუალებაა.   ეროვნული სატყეო სააგენტოსთვის ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტეტია. ნებისმიერ ფაქტზე კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები ტარდება“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა კახა ცერცვაძემ.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics