|
2024-05-29 17:16:10, 274 ნახვა
საზოგადოება
შამუგია - ნარჩენების მართვის მიმართულებით ჩამოყალიბებულია ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი მარეგულირებელი კანონმდებლობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ პარლამენტში სამინისტროს მიერ 2023 წლის შესრულებული სამუშაოს ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა, რომ ქვეყანაში მოქმედებს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) სისტემა ოთხი სპეციფიკური ნარჩენის: 1. საბურავების, 2. ზეთების, 3. ბატარეებისა და აკუმულატორების, 4. ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების მართვასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ავტორიზებულია ოთხი მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაცია, რომლებიც ახორციელებენ ამ ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებას და დამუშავებას. ფუნქციონირებს მგვ-ის ელექტრონული რეესტრი. „დღეის მდგომარეობით, რეგისტრირებულია 12 800 მწარმოებელი; მგვ-ის ორგანიზაციების მიერ 2023 წლის განმავლობაში შეგროვდა და დამუშავდა 11,200 ტონაზე მეტი სპეციფიკური ნარჩენი. მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს ქვეყნის მასშტაბით სპეციფიკური ნარჩენების შეგროვების სეპარირებული სისტემის დანერგვა და გაფართოვდეს სპეციფიკური ნარჩენების ჩამონათვალი, რომელიც დაექვემდებარება სეპარირებულ შეგროვებას“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიმდინარეობს დარიშხანის შემცველი ნარჩენებით ისტორიულად დაბინძურებული ტერიტორიების სისტემური მართვის ღონისძიებები. ლენტეხის მუნიციპალიტეტში დარიშხანის შემცველი მადნის გადამუშავებით წარმოქმნილი ნარჩენების განთავსების ადგილების სრულად მოწესრიგების მიზნით, მომზადდა საცავის მშენებლობის პროექტი. 2024 წელს დაიწყება სამშენებლო სამუშაოები, რომლებიც მომავალ წელს დასრულდება. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
„საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)