|
2024-05-29 17:11:09, 281 ნახვა
საზოგადოება
შამუგია - საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სამოქალაქო უსაფრთხოების და კატასტროფების რისკების მენეჯმენტის სისტემების განვითარებისთვის
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, პარლამენტში 2023 წლის ანგარიშის წარდგენის ფორმატში, კლიმატის გლობალური ცვლილების ფონზე გახშირებული სტიქიური მოვლენებით გამოწვეული მძიმე შედეგების პრევენციაზე ისაუბრა. „კლიმატის ცვლილების ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბუნებრივი საფრთხეების შეფასებას, ამინდისა და მოსალოდნელი სტიქიური პროცესების პროგნოზირებას. ამ მიმართულებით, ბოლო წლებში სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, რაც აღნიშნულია გასულ წელს გამოქვეყნებული ევროკომისიის გაფართოების ანგარიშშიც, სადაც ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ საქართველომ, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სამოქალაქო უსაფრთხოების და კატასტროფების რისკების მენეჯმენტის სისტემების განვითარებისთვის. დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფუნქციონირებს თანამედროვე 2 ერთეული მეტეოროლოგიური რადარი. ქვეყნის მასშტაბით განთავსებულია 240 ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების სადგური, წლის ბოლომდე მათი რაოდენობა სამასამდე გაიზრდება ხოლო 2025 წლისთვის დაემატება კიდევ 40-მდე სადგური, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ამინდის პროგნოზირების სისტემას“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღეის მდგომარეობით, 18 მეწყრულად აქტიურ უბანზე მიმდინარეობს მონიტორინგი და 2024 წლის ბოლოსათვის ეს რაოდენობა 30-ს მიაღწევს. შვეიცარიელი, მაღალკვალიფიციური ექსპერტების ჩართულობით, საქართველოს ყველა მყინვარულ ხეობაში დაწყებულია არსებული საფრთხეების შეფასება და, ჩატარებული კვლევების საფუძველზე, მათი ჩართულობით მომზადდება შესაბამისი რეკომენდაციები და გადაწყვეტილებები. დასრულების ეტაპზეა საქართველოს მთელი ტერიტორიისთვის სხვადასხვა ტიპის ბუნებრივი საფრთხეების რუკების მომზადებაც. დაგეგმილია საინფორმაციო სატელეკომუნიკაციო სისტემების (ICT) დანერგვა. შედეგად, შესაძლებელი იქნება ამინდის პროგნოზებისა და მოსალოდნელი სტიქიური მოვლენების შესახებ გაფრთხილებების თანამედროვე ტექნოლოგიებით გავრცელება. „გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები აქტიურად მუშაობენ ქვეყნის მასშტაბით გეოლოგიური საფრთხეების შეფასებისა და სტიქიური მოვლენების პრევენციის მიმართულებით; მხოლოდ ბოლო 5 წლის განმავლობაში სააგენტოს გეოლოგების მიერ შეფასდა 8608 ოჯახი და გეოლოგიურად მდგრად ადგილზე გადაყვანას დაექვემდებარა 2711 ოჯახი“, - განაცხადა მინისტრმა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
„საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)