|
2024-05-29 17:08:55, 347 ნახვა
საზოგადოება
შამუგია - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი სრულად გადაიარაღდა
გაწეული საქმიანობის მიუხედავად, კვლავ გამოწვევად რჩება ტყის უკანონო სარგებლობის ფაქტების სიხშირე. 2023 წელს, ტყის დაცვის ფუნქციის გაძლიერების მიზნით, 500-მდე გავზარდეთ ტყის მცველების რაოდენობა სატყეო სააგენტოში. გასულ წელსვე მნიშვნელოვნად გაიზარდა ჯარიმები უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტებზე, სამასალე ხე-ტყის ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის მოთხოვნათა დარღვევაზე, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების დაზიანება-განადგურებაზე“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ პარლამენტში სამინისტროს 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია კონტროლისა და ზედამხედველობის შესაძლებლობის გაძლიერება. ამ მიმართულებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი სრულად გადაიარაღდა და ინსპექტორები, გარემოსდაცვითი სწრაფი რეაგირების მობილური ჯგუფები აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით, როგორიცაა დრონები, ფოტოხაფანგები, მცურავი საშუალებები შიდა წყალსატევებზე ბრაკონიერობასთან საბრძოლველად; კატარღა შავი ზღვის აკვატორიაში ინსპექტირებისთვის; სრული ლაბორატორიული აღჭურვილობა შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამსახურისათვის და სხვა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, რეგულირების ობიექტების ინსპექტირების რაოდენობა ფაქტობრივად გაორმაგდა და 2023 წელს 5400-ს გადააჭარბა. გარემოსდაცვით სამართალდარღვევების პრევენციის მიზნით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არაერთი ცვლილება შევიდა და რიგ სამართალდარღვევაზე სანქციები მნიშვნელოვნად გამკაცრდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)