|
2024-05-29 16:44:34, 409 ნახვა
ეკონომიკა
შამუგია - აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვებამ რეკორდული, 16.6 მილიარდი ლარი შეადგინა, სოფლად უმუშევრობის დონის მაჩვენებელი 13.5%-მდეა შემცირებული
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ პარლამენტს სამინისტროს მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობის და მიღწეული შედეგების შესახებ ანგარიში წარუდგინა. „სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტების ფარგლებში, სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 7,5 მილიარდ ლარს გადააჭარბა, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება თითქმის 2,0 მილიარდი ლარია. სწორედ ამ პროგრამებმა მისცა საშუალება და სტიმული ფერმერებს და ბიზნესსექტორს განეხორციელებინათ ამ მასშტაბის ინვესტიციები სოფლის მეურნეობაში. მხარდამჭერი პროგრამების განხორციელების შედეგია ის, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ყოველწლიურად აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვება საშუალოდ 10%-ით იზრდება და 2023 წლის მონაცემებით, რეკორდული 16.6 მილიარდი ლარი შეადგინა, მოცემულ პერიოდში, სოფლად უმუშევრობის დონე შემცირდა 7.8 პროცენტული პუნქტით და უმუშევრობის დონის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი - 14.6% შეადგინა. 2024 წლის I კვარტლის მონაცემებით ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუმჯობესებულია და 13.5%-მდეა შემცირებული. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მხოლოდ ჩვენ მიერ მხარდაჭერილ საწარმოებსა და ბაღებში 2023 წლის მდგომარეობით, როგორც მუდმივად ასევე სეზონურად, 100,000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული“, - განაცხადა მინისტრმა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)