|
2024-05-26 19:43:02, 384 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ნადარეიშვილი: „თითოეულ ჩვენგანს წილად გვხვდა ბედნიერება და ასევე დიდი პასუხისმგებლობა, ვიცხოვროთ დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოში"
„მსურს, საქართველოს ყველა მოქალაქეს მოვულოცო ჩვენი მთავარი დღესასწაული - დამოუკიდებლობის დღე. თითოეულ ჩვენგანს წილად გვხვდა ბედნიერება და ასევე დიდი პასუხისმგებლობა, ვიცხოვროთ დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოში და წვლილი შევიტანოთ, მონაწილეობა მივიღოთ ჩვენი ქვეყნის, დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის კიდევ უფრო გაძლიერებაში" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა, რომელმაც დღეს რუსთაველის გამზირზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ორგანიზებული სამეწარმეო მარკეტი დაათვალიერა. გამოფენა-ბაზრობაზე, რომელიც, ტრადიციულად, 26 მაისის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში იმართება ხოლმე, წელს 100-ზე მეტი ადგილობრივი მეწარმის, მათ შორის პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარების დამზადებული პროდუქციის მრავალსახეობა - ხის ნაკეთობები, სათამაშოები, სახლის დეკორი, სამკაულები, ტანსაცმელი, ტყავის აქსესუარები და სხვა ნაწარმია წარმოდგენილი.
მინისტრის მოადგილის შეფასებით, საქართველოს წინსვლისა და დამოუკიდებლობის გაძლიერების პროცესში აბსოლუტურად თანაბარი წვლილი და როლი აქვს ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს - ასაკის, პროფესიის და საქმიანობის მიუხედავად.
26 მაისის აღსანიშნავ ღონისძიებებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ტრადიციულად, წელსაც აქტიურ მონაწილეობას იღებს და ფართოდაა წარმოდგენილი როგორც თბილისში, ასევე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის რვა ქალაქში. მოქალაქეებს საშუალება აქვთ, სამინისტროს უწყებათა პავილიონებში დაათვალიერონ ექსპოზიციები ტრანსპორტის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების, მეწარმეობის მიმართულებებით, გაეცნონ სხვადასხვა სიახლეებს და პროდუქტებს.
„დღეს ჩვენს მოქალაქეებს საშუალება აქვთ, გაეცნონ იმ საქმიანობას, პროგრესს და გეგმებს, რაც ქვეყანას სხვადასხვა მიმართულებით გააჩნია. პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარებს წარმოდგენილი აქვთ პროდუქცია, რომელთა წარმოებასა და განვითარებაშიც ეკონომიკის სამინისტრო მნიშვნელოვან და აქტიურ როლს თამაშობს. კიდევ ერთხელ ვულოცავ თითოეულ მოქალაქეს დამოუკიდებლობის დღეს, ჩვენს ქვეყანას მინდა ვუსურვო გამთლიანება და წარმატებული სვლა ევროპული ოჯახისკენ", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)