|
2024-05-25 18:44:34, 651 ნახვა
საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტრო 26 მაისს გორში აღნიშნავს
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ერთიანი საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს გორში უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით დაგეგმილი ღონისძიება, საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ხვალ 11:00 საათიდან დაიწყება. "ღონისძიებაზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის თემატიკაზე შექმნილი ისტორიულ ინსტალაციებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის მიერ წარმოდგენილი იქნება საინფორმაციო და საგამოფენო სტენდები, ასევე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეცტექნიკა, აღჭურვილობა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ღონისძიების ფარგლებში ბავშვებისთვის არაერთი თემატური საინფორმაციო-შემეცნებითი აქტივობაა დაგეგმილი, მოწყობილი იქნება გასართობი სივრცეები: – საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი იქნება „ჭკვიანი ქალაქის“ კონცეფცია. დეპარტამენტის თანამშრომლები ადგილზე მისულ სტუმრებს სხვადასხვა სახალისო აქტივობის შესრულებაში დაეხმარებიან და საგზაო უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან. ქალაქში მოხვედრამდე ბავშვები გაივლიან საპასპორტო კონტროლის ზონას, სადაც მოსულ სტუმრებს სამახსოვრო პასპორტს გადასცემენ; – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი – „112“ მოზარდებს სპეციალურად მათთვის შექმნილ თამაშებში მონაწილეობას შესთავაზებს, საიდანაც შეიტყობენ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ გადაუდებელ შემთხვევებში, ასევე ღონისძიებაზე მისულ მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, „სიცოცხლის ზარის“ სტენდთან, „112“-ში შესულ რეალურ ზარებს მოუსმინონ; – მომსახურების სააგენტოს სივრცეში მოზარდებს საშუალება ექნებათ, მართვის უფლების მისაღებ იმიტირებულ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდაში მიიღონ მონაწილეობა. გამოცდის ჩაბარების შემდეგ კი მათ სიმბოლურად ველოსიპედის მართვის მოწმობა გადაეცემათ. ასევე, წარმოდგენილი იქნება ისტორიული კუთხე, სადაც სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ წლების განმავლობაში, თუ როგორ ვითარდებოდა ის სერვისები, რომლებსაც დღეს მომსახურების სააგენტო გასცემს; – საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მიერ მოწყობილი იქნება იმიტირებული შემთხვევის ადგილი, სადაც ბავშვები მენტორი ექსპერტების დახმარებით გაეცნობიან, თუ როგორ ხდება სპეციალური ხელსაწყოების მეშვეობით შემთხვევის ადგილის დათვალიერება. ასევე, მოეწყობა ქიმიური შოუ; – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ ბავშვებისთვის მოეწყობა სხვადასხვა გასართობი აქტივობა, მათ შორის „დაბრკოლებათა ზოლი“, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ტიპის დაბრკოლების გადალახვას, ასევე პატარა სტუმრებისთვის დამონტაჟებული იქნება „საცოცი კედელი“. – სასაზღვრო პოლიცია წარმოდგენილი იქნება, როგორც სანაპირო და სახმელეთო სპეცტექნიკითა და აღჭურვილობით, ასევე, ისტორიული ფოტო სტენდებით; – დაცვის პოლიცია პატარა სტუმრებისთვის მოაწყობს იმიტირებულ დაცულ სახლს და მათ სხვადასხვა შემეცნებით აქტივობას შესთავაზებს, რომელიც მოიცავს ხატვისა და ძერწვის სახალისო გაკვეთილებს. მენტორების დახმარებით ბავშვები მოირგებენ დაცვის პოლიციის აღჭურვილობას და პოლიციელის ფუნქციას შეასრულებენ; – შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია წარმოადგენს იმიტირებულ თეორიულ გამოცდას, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში სტუმრები ვირტუალური ტირისთვის განკუთვნილ სივრცეში გადაინაცვლებენ. აკადემიის მიერ, ასევე წარმოდგენილი იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ფორმები. 17:10 საათზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც 1918 წელს ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, გაჟღერდება საქართველოს ჰიმნი. ღონისძიება საღამოს კონცერტით დასრულდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)