23:32 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-24 15:15:00, 365 ნახვა

საზოგადოება
მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოში უზბეკეთის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოში უზბეკეთის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, უზბეკეთის  რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეცნიერებისა და დაგეგმარების სახელმწიფო ინსტიტუტის „Uzdavyerloyiha“ დელეგაციის წევრებს სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ სააგენტოს სტრუქტურა და ფუნქციები გააცნო, მოკლედ მიმოიხილა მიწის რეფორმის ისტორია და ის სამართლებრივი საფუძვლები, რასაც ეყრდნობა სააგენტოს შექმნა და მისი საქმიანობა.

„შეხვედრაზე სააგენტოს დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს ქარსაფარი ზოლებისა და საძოვრების მართვის საკითხებზე, რომლებსაც სააგენტო შესაბამისი პროექტების დახმარებით ახორციელებს. საუბარი შეეხო მიწის რესურსების მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნის საკითხს. სტუმრები გეოსაინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით მიწის საინფორმაციო სისტემის შექმნის პროცესსაც გაეცნენ, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკისა და ევროკავშირის დირექტივების გათვალისწინებით მიმდინარეობს.

უზბეკეთის დელეგაციის წევრებმა ისაუბრეს მეცნიერებისა და დაგეგმარების სახელმწიფო ინსტიტუტის სტრუქტურასა და საქმიანობაზე. ინსტიტუტი 850 თანამშრომლით და 13 რეგიონული ფილიალით არის წარმოდგენილი. ქვეყანაში ქმნის მიწის მდგრადი გამოყენების შესაძლებლობებს, აღკვეთს მიწასთან დაკავშირებულ სადავო/კონფლიქტურ საკითხებს. სტუმრებმა ისაუბრეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ღირებულების შეფასების კრიტერიუმებზე, საძოვრების გეობოტანიკურ გამოკვლევაზე და სხვა.

4-დღიანი ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გაიმართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიდრომელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტში. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია სტუმრობდა ღვინის ეროვნულ სააგენტოს, შპს საქართველოს მელიორაციას, დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრის ერთწლიანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზა სოფელ წილკანში, ასევე იმყოფებოდნენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში. საქმიანი შეხვედრა შედგა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოშიც“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics