|
2024-05-24 07:10:18, 1258 ნახვა
პოლიტიკა
აშშ საქართველოში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუხისმგებელი ან თანამონაწილე პირებისთვის“ სავიზო შეზღუდვების პოლიტიკას აცხადებს
ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა შემოაქვს. ამის შესახებ საუბარია სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 23 მაისით დათარიღებულ განცხადებაში, სახელწოდებით - "საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადება და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა" - ნათქვამია, რომ სავიზო შეზღუდვა გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც არიან პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილეები საქართველოში დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობაში, ასევე მათი ოჯახის წევრებზე. ოფიციალური განცხადების თანახმად, შეზღუდვა შეეხებათ იმ პირებსაც, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების შეზღუდვაზე, ძალადობის ან დაშინების კამპანიის გზით. "ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, მმართველმა პარტიამ "ქართული ოცნება“ შეიმუშავა და მიიღო "უცხოური გავლენის“ კანონი, რომელიც ხელს შეუშლის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობას, მოახდენს იმ ორგანიზაციების სტიგმატიზაციას, რომლებიც ემსახურება საქართველოს მოქალაქეებს და შეაფერხებს დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციების საქმიანობას, რომლებიც მუშაობენ, რათა ქართველებმა მაღალი ხარისხის ინფორმაცია მიიღონ. მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეებმა ხმა აიმაღლეს კანონის წინააღმდეგ, ჩვენ ვნახეთ დაშინების კამპანიის ნიშნები და ძალადობის გამოყენება მშვიდობიანად გამოხატული, განსხვავებული აზრის ჩასახშობად. ორივე, როგორც "ეროვნული უსაფრთხოების კანონი“, ისე ლეგიტიმური პროტესტის ჩახშობის მიზნით გამოყენებული რეპრესიული ტაქტიკა, ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, რაც ქართველი ხალხის უფლებაა და ეწინააღმდეგება საქართველოს გრძელვადიან მიზანს, რომელიც ასახულია მის კონსტიტუციაში - ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და სტრატეგიულ პარტნიორობას შეერთებულ შტატებთან. ამ ქმედებათა პასუხად, სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა შემოაქვს, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც არიან პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილეები საქართველოში დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობაში, ასევე მათი ოჯახის წევრებზე. ეს მოიცავს იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების შეზღუდვაზე, ძალადობის ან დაშინების კამპანიის გზით. აშშ-ის ხანგრძლივი მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიისადმი ფუნდამენტურია ჩვენი ორმხრივი ურთიერთობისათვის. ნებისმიერი, ვინც ძირს გამოუთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს საქართველოში, მათ შორის, საქართველოს 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების წინ, მის განმავლობაში და შემდეგ, შეიძლება აღმოჩნდეს ამ პოლიტიკის მიხედვით, შეუსაბამო აშშ-ის ვიზის მისაღებად და აეკრძალოს შეერთებულ შტატებში გამგზავრება. ეს შეზღუდვები, შესაძლოა, შეეხოთ ამ პირთა უშუალო ოჯახის წევრებსაც",- ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. ენტონი ბლინკენი ამავე განცხადებაში ასევე უთითებს, რომ აშშ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ განხილვასაც იწყებს. "დღესვე ვიწყებ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ განხილვას. იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ კანონპროექტს და მიიღებენ ზომებს, მათი ერის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების დასაწინაურებლად. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის განხილვის პროცესში, გავითვალისწინებთ საქართველოს ქმედებებს ჩვენი გადაწყვეტილების მიღებისას. სავიზო შეზღუდვის ეს პოლიტიკა ემორჩილება იმიგრაციისა და ეროვნული აქტის 212(a)(3)(C) პუნქტს და საშუალებას აძლევს სახელმწიფო დეპარტამენტს, განახორციელოს სავიზო შეზღუდვები ფიზიკური პირებისთვის, იქნება ეს ამჟამინდელი თუ ყოფილი სახელმწიფო თუ არასახელმწიფო აქტორები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ან მონაწილეობდნენ საქართველოს დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობაში, მათ შორის ძალადობის, ძალის ან იძულების გამოყენებით, რათა ხელი შეეშალათ სამოქალაქო ან პოლიტიკური უფლებებით სარგებლობაში, ისევე, როგორც ამ პირების უშუალო ოჯახის წევრებზე",- აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.
ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილებს ქვეყნის იზოლაციაზე ნაცურს უწოდებს
სარჯველაძე: 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა, უმრავლესობის მდგომარეობა გაუმჯობესდა
საია: ადვოკატს არ მისცეს დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის უფლება
მჟავანაძე ბრიტანეთის სანქციების შემდეგ - მთლად სახუმაროც არ არის ეს სანქცია, ვერცერთი ბანკი ვერ მომემსახურება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)