|
2024-05-23 14:36:45, 461 ნახვა
პოლიტიკა
მიჩ მაკკონელი - იმედი მაქვს, თბილისში ძალაუფლების მქონე პირები ქვეყნის სუვერენიტეტს მორჩილებაზე მაღლა დააყენებენ და „რუსულ კანონს“ გაიწვევენ
ამერიკის შეერთებული შტატების სენატში „რესპუბლიკელთა" ლიდერი მიჩ მაკკონელი საქართველოში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა. მაკკონელმა სენატში გამოსვლისას განაცხადა, რომ „საპარლამენტო უმრავლესობის სწრაფვა ძალაუფლებისთვის, საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებას და დემოკრატიულ ფუნდამენტებს არყევს". „მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში პოლიტიკური ოპოზიცია დიდია, ის ქრონიკულად არის გაყოფილი საკუთარი ინტერესების საწინააღმდეგოდ. პარტიების უსუსური ლიდერების მიუხედავად, ათასობით ქართველი გამოვიდა ქუჩაში გასაპროტესტებლად. მათი თვითგამორკვევისა და რუსული გავლენისგან გათავისუფლების სურვილი აშკარაა. გამოკითხვებში ხუთიდან ოთხი ქართველი ამბობს, რომ მათ ევროპული მომავალი სურთ. მათ სჯერათ, რომ თუ მტკიცედ დამკვიდრდებიან დასავლეთში, დემოკრატიულ ერებთან, სადაც კანონის უზენაესობა ჭარბობს, ეს მათ საუკეთესო ინტერესშია. ის, თუ საით წავა საქართველო, დასავლეთისკენ თუ აღმოსავლეთისკენ, მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ისეთი თავისუფალი ადამიანების გვერდით დგომა, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ისეთი ტირანების აგრესიას, როგორებიც არიან პუტინი და სი ძინპინი, ჩვენს ინტერესებშია. ეს ეხება ტაივანსა თუ უკრაინას, ესტონეთსა თუ იაპონიას. ასეა საქართველოსთვისაც. ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ თაავად შექმნან საკუთარი მომავალი და არა იმის მიხედვით, თუ რას უკარნახებენ მათ მოსკოვისთვის ხელსაყრელი პარტიის ხელმძღვანელები. და რატომ არიან რუსები შეპყრობილები საქართველოს მომავალის კონტროლით? ეს უფრო მეტია, ვიდრე პუტინის ნეოიმპერიალისტური ფანტაზიით მოქმედება. გეოგრაფია მნიშვნელოვანია. ათასწლეულების განმავლობაში საქართველო და მისი შავი ზღვის სანაპირო ცივილიზებული მსოფლიოს გზაჯვარედინზე იდგა. ის არის გასაღები კრიტიკული რესურსების ტრანზიტისთვის და დღეს, სომხეთთან ერთად, სასურველ სახმელეთო ხიდს წარმოადგენს, რომელიც ავტორიტარ პარტნიორებს აკავშირებს მოსკოვსა და თეირანში. ქართველ ხალხს კონფლიქტებისა და დაპყრობების დიდი ისტორია აქვს. მათ გამძლეობის ხანგრძლივი ტრადიცია და მდიდარი კულტურა აქვთ, რომლითაც უნდა იამაყონ. მათ იციან, რომ არსებობს განსხვავება რუსეთისკენ მიბრუნებასა და დასავლეთისკენ მიბრუნებას შორის. ასე რომ, დასავლეთის მასშტაბით საქართველოს მეგობრებო, მე ვიმედოვნებ, რომ ეს იქნება ის მომენტი, რომლითაც ისინი კიდევ უფრო იამაყებენ. მომენტი, როცა რუსეთის ჩარევის მიმართ წინააღმდეგობა მათ გვერდით დაატოვებინებს წვრილმან უთანხმოებებს და გააერთიანებს. რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს მომენტი საქართველოს მმართველი პარტიისთვის, რომ მიხვდეს, თუ რა ფასი აქვს ხალხის სურვილის დაიგნორებას იმის გამო, რომ პუტინის ახირება შეასრულო და შეაჩერო დასავლეთთან ურთიერთობის მსხვრევა. იმედი მაქვს, რომ თბილისში ძალაუფლების მქონე პირები ქვეყნის სუვერენიტეტს მორჩილებაზე მაღლა დააყენებენ და გაიწვევენ „რუსულ კანონს“ პარლამენტიდან“, - განაცხადა მაკკონელმა.
ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილებს ქვეყნის იზოლაციაზე ნაცურს უწოდებს
სარჯველაძე: 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა, უმრავლესობის მდგომარეობა გაუმჯობესდა
საია: ადვოკატს არ მისცეს დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის უფლება
მჟავანაძე ბრიტანეთის სანქციების შემდეგ - მთლად სახუმაროც არ არის ეს სანქცია, ვერცერთი ბანკი ვერ მომემსახურება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)