21:24 - 07 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-21 13:28:52, 353 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - მოსახლეობას გააზრებული აქვს, რომ „ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, ვისაც რეალურად მშვიდობის შენარჩუნება შეუძლია

ხელისუფლებას ჰყავს ძალიან ბევრი მხარდამჭერი. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს დღევანდელ ხელისუფლებას, მხარს უჭერს იმას, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს მშვიდობა, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობის სრული უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს.

მისივე თქმით, ყველას კარგად ესმის, რომ „ქართული ოცნებაა“ ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, ვისაც რეალურად შეუძლია მშვიდობის შენარჩუნება.

„მოსახლეობას ძალიან კარგად ესმის და გააზრებული აქვს ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, ვისაც რეალურად შეუძლია მშვიდობის შენარჩუნება და იმ პოლიტიკის გატარება, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოს ხვალინდელი დღისთვის არის მნიშვნელოვანი. შესაბამისად, იმ ადამიანების რაოდენობა, რომელიც გამოსული იყო თუნდაც, ოჯახის სიწმინდის დღეზე, რა თქმა უნდა, ერთგვარ მხარდაჭერას უცხადებს ხელისუფლებას. არაერთი განცხადება იყო გაკეთებული და ესეც კიდევ ერთი მესიჯი იყო იმისა, რომ მოსახლეობის სრული უმრავლესობა მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აქტივისტი სერგი ყანჩაველი - ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის და ასევე სქესობრივი იძულების კვალდაკვალ მიხსენიებდნენ აკაცუკად
ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილებს ქვეყნის იზოლაციაზე ნაცურს უწოდებს
სარჯველაძე: 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა, უმრავლესობის მდგომარეობა გაუმჯობესდა
საია: ადვოკატს არ მისცეს დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის უფლება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics