|
2024-05-21 12:11:18, 388 ნახვა
საზოგადოება
იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის განახლების საკითხის განხილვის მიზნით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის განახლების საკითხის განხილვის მიზნით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით და დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, მენეჯმენტის გეგმის მიზანია განსაზღვროს დაცული ტერიტორიებისათვის გრძელვადიანი მიზნები და მართვის შესაბამისი მიდგომები. „მენეჯმენტის გეგმა ხელს შეუწყობს დაცული ტერიტორიების ეფექტიან მართვას, საზოგადოების გარემოსდაცვით განათლებას, ეკოტურიზმის განვითარებას. იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის პროექტი მზადდება საქართველოსა და შვედეთის მთავრობების თანამშრომლობის პროექტის - „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოტონის“ ეროვნული კონსულტანტების გუნდის მიერ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის, გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით. იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია 1935 წელს შეიქმნა და დღეისთვის 18 ბუნების ძეგლს მართავს, მათ შორის, პრომეთეს მღვიმე, ნავენახევის მღვიმე, თეთრა მღვიმე, სათაფლია, რომლებიც ტურისტული თვალსაზრისით პოპულარულ ობიექტებს წარმოადგენს”, - აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)