17:02 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-20 14:16:27, 512 ნახვა

ეკონომიკა
დავითაშვილი - წელს პირველ კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობამ 1 402 000 შეადგინა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, წელს პირველ კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 4.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 14.0 % შეადგინა.

ლევან დავითაშვილმა დასაქმების კუთხით არსებული პოზიტიური დინამიკის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.  მისი შეფასებით, ეს აბსოლუტურად ლოგიკურია და თანხვედრაშია მთავრობის მიერ გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკასთან.

„2024 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდა საკმაოდ შთამბეჭდავი იყო, ამ ზრდიდან გამომდინარე, დასაქმებაში გვაქვს გაუმჯობესება. ეს პირდაპირ აისახა დასაქმების მაჩვენებელზე და უმუშევრობა გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით შემცირდა 4 პროცენტული პუნქტით, რაც ისტორიულ მინიმუმს შეადგენს", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, „საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, აღნიშნულ პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობა 130 ათასით გაიზარდა და ასევე რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი - 1 402 000 შეადგინა. ამავე პერიოდში ქვეყენაში შემცირდა უმუშევართა რაოდენობა  - 50.6 ათასი ადამიანით და შესაბამისად, უმუშევართა რაოდენობის მინიმუმი - 228.6 ათასი დაფიქსირდა. უმუშევრობის დონე 4.0 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული როგორც ქალებში ასევე კაცებში და ქალებში 11.1 პროცენტს, ხოლო მამაკაცებში 16.3 პროცენტს უტოლდება. აღსანიშნავია, რომ დასაქმების ზრდა ფიქსირდება სამუშაო ძალის ზრდის პარალელურად, რაც შრომის ბაზრის მიმართულებით ჯანსაღ ტენდენციებსა და სტრუქტურულ გაუმჯობესებაზე მიანიშნებს.

„რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ გაიზარდოს დასაქმება, შემცირდეს უმუშევრობა და ეკონომიკური ზრდა, რომელიც ქვეყანაში გვაქვს, პირდაპირ აისახოს ჩვენს მოქალაქეებზე", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროპაში დივერსიული თავდასხმების სერიის შემდეგ, ევროკავშირი განიხილავს GRU-ს (ГРУ) ტერორისტული ორგანიზაციების სიაში დამატებას.
თიბისი ტექსკოლა - ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სტუდია „GARNAMATAC”-მა ახალი საბავშვო ანიმაციური სერიალი - „მარგო და კირა“ შექმნა
საია - ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსება არ შეიძლება ავტომატურად შეფასდეს ოკუპანტი ძალის პროვოცირებად, იგი ემსახურებოდა მცოცავი ოკუპაციის შეკავებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics