|
2024-05-20 13:43:15, 330 ნახვა
საზოგადოება
დავითაშვილი - სუბსიდირებული ფრენების საშუალებით ევრო-2024-ზე დამატებით 3000 ქომაგი შეძლებს საქართველოს საფეხბურთო ნაკრების თამაშებზე დასწრებას
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ქომაგებს ევრო-2024-ის თამაშებზე დასასწრებად საქართველოდან გერმანიაში პირდაპირი ავიარეისებით მგზავრობის საშუალება ექნებათ, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, მისმა უწყებამ ამ მიმართულებით აქტიურად იმუშავა და სუბსიდირებული ფრენები დაინიშნა. „პრემიერმა უკვე გააკეთა განცხადება ევრო-2024 ის ბილეთებთან დაკავშირებით - 18, 22 და 26 ივნისს საქართველოს ნაკრებს აქვს თამაშები, შესაბამისად, ეს იყო დაანონსებული. ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრომ იმუშავა, რომ კონკრეტული ჩარტერული რეისები შეგვეძინა და ჩვენს ქომაგებს თამაშებზე დასწრების საშუალება ჰქონოდათ. ვიმუშავეთ ავიაკომპანიებთან და დამატებით 3000 ქომაგი შეძლებს საქართველოს ნაკრების თამაშებზე დასწრებას", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. პირველი ვიცე-პრემიერის განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ შეიძლება იყვნენ ქომაგები, რომელთაც სურთ დაესწრონ ერთ, ორ ან სამივე თამაშს, გადაწყდა, რომ ერთი მიმართულების ფასი იქნება დაფიქსირებული - 195 ევრო და ქომაგები თვითონ გადაწყვეტენ, თუ რამდენ თამაშს დაესწრებიან და შესაბამისად, რომელ თარიღებში შეიძინონ ბილეთები. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება უკვე მიმდინარე კვირის ბოლოდან, როგორც თბილისიდან, ისე ქუთაისიდან. ერთი გზის ბილეთის ფასი სუბსიდირებით 195 ევრო იქნება, შესაბამისად, ორი გზის ფასი - 390 ევრო. „ჩვენ მაქსიმალურ მოქნილობას ვთავაზობთ ჩვენს მოქალაქეებს. რამდენიმე ათასი ბილეთია შეძენილი საქართველოში და როგორც ჩვენთვის ცნობილია, ძალიან ბევრმა მოქალაქემ უკვე მოახერხა ავიაბილეთების როგორც ტრანზიტული გზით, ისე პირდაპირი მიმართულებებით შეძენა. აქაც ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით საქართველოში ოპერირებად ყველა კომპანიასთან - მათ მაქსიმალურად დაამატეს ფრენები. გვქონდა გარკვეული შეღავათები ამ კომპანიებისთვისაც - მაგალითად, „ვიზეარს" ჰქონდა საკმაოდ ეკონომიური პაკეტები შეთავაზებული მოქალაქეებისთვის და დამატებით არაერთი ფრენა დაემატა", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. ბილეთების გაყიდვა მიმდინარე კვირის ბოლომდე დაიწყება. სუბსიდირებული ავიაბილეთების შეძენის საშულება იმ მოქალაქეებს ექნებათ, რომლებსაც უკვე შეძენილი აქვთ საფეხბურთო მატჩებზე დასასწრები ბილეთები. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)