15:30 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-18 15:52:20, 471 ნახვა

საზოგადოება
დაფიონი კობახიძის მიერ საჯარო დისკუსიის შეთავაზებაზე - ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე წასვლა, სტუდენტური ფიცის ღალატი იქნება

ახლა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე წასვლა სტუდენტური ფიცის ღალატი იქნება, - ასე გამოეხმაურა ახალგაზრდული მოძრაობა დაფიონი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის შეთავაზებას "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონთან დაკავშირებით საჯარო დისკუსიაზე. 

დაფიონის განცხადებით, მათი გუნდიდან არაერთხელ ყოფილა მოწოდება დიალოგზე, დიპლომატიური მიდგომა ვისაც სურდა, ამისთვის ერთ წელზე მეტი დრო ჰქონდათ. 

"ჩვენ უარს ვაცხადებთ "რუსულ ოცნებასთან" ნებისმიერი სახის დისკუსიაზე, ვინაიდან რეპრესიული "რუსული კანონი" უკვე მესამე მოსმენით მიღებულია და სამართლებრივ კორექტირებას აღარ ექვემდებარება. დიპლომატიური მიდგომა თუ ვინმეს სურდა, ამისათვის მინიმუმ წელიწადზე მეტი დრო ჰქონდათ. ჩვენი გუნდიდანაც არაერთხელ ყოფილა მოწოდება დიალოგზე, სანამ აქტიურ სამოქალაქო წინააღმდეგობაში არ გადავედით და სანამ არ დაიწყეს ჩვენი ოჯახების ტერორი. ახლა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე წასვლა იქნება სტუდენტური ფიცის ღალატი. იმ რეპრესიულ რეალობაში, რაც "რუსულმა ოცნებამ" შეგვიქმნა ყველანაირ მოლაპარაკებაზე საუბარი უბრალოდ ზედმეტია.

დისკუსია და მოლაპარაკება შესაძლებელია მხოლოდ თანასწორთა შორის და არა მონასა და ბატონს შორის, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ვიყოთ რუსეთის მონები და ვიბრძოლებთ სანამ რუსული რეჟიმი საქართველოში არ დამთავრდება", - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ, 17 მაისს, პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს "უცხოური გვალენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის გარშემო საჯარო დისკუსია შესთავაზა. 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics