|
2024-05-17 17:09:27, 360 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე ოპოზიციაზე - ეს არის ფაშისტური ქმედებები, რასაც რადიკალები ახორციელებენ
ეს არის ფაშისტური ქმედებები, რასაც რადიკალები ახორციელებენ, - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც „ქართული ოცნების“ დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის შვილის ბიზნესისთვის ბოიკოტის გამოცხადებას ეხებოდა. კახა კალაძის თქმით, "რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ბულინგის ხელწერა უცვლელია, თუმცა მსგავსი ძალადობა ქვეყნისთვის საშიშია და უნდა შეჩერდეს". „ეს არ არის პირველი შემთხვევა და თქვენ ნახეთ უბრალოდ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ რა დამოკიდებულება აქვთ, ვინც, მაგალითად, აქციაზე არ დადის და სხვანაირად ფიქრობს. მიდის შეურაცხყოფა მისი ოჯახის წევრების მიმართ, მიდის ბულინგი სოციალურ ქსელში, SMS-ების გაგზავნა, სატელეფონო ზარები. ეს ადამიანები თავიანთ ხელწერას არ იცვლიან დღესაც. როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, პირდაპირ კლავდნენ, აუბედურებდნენ ოჯახებს, დღეს ამის რესურსი არ გააჩნიათ და ფსიქოლოგიური ზეწოლით ახორციელებენ ბულინგს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე. როდესაც ხდება ძალადობა, მას მოქალაქეები პასუხობენ ძალადობით, რაც არის ძალიან ცუდი. ყველამ უნდა ვიზრუნოთ, რომ შევაჩეროთ ეს ყველაფერი, თორემ არ მიგვიყვანს კარგ შედეგებამდე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
აქტივისტი სერგი ყანჩაველი - ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის და ასევე სქესობრივი იძულების კვალდაკვალ მიხსენიებდნენ აკაცუკად
ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილებს ქვეყნის იზოლაციაზე ნაცურს უწოდებს
სარჯველაძე: 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა, უმრავლესობის მდგომარეობა გაუმჯობესდა
საია: ადვოკატს არ მისცეს დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის უფლება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)