|
2024-05-16 21:52:06, 535 ნახვა
საზოგადოება
მარიამ ქვრივიშვილი საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაციის დელეგაციას შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაციის (EUROCONTROL) „მწვანე ცის" დირექტორატის დირექტორს, ავიაციის მდგრადი განვითარების ერთეულის უფროსს მარლინ ბასტინისა და ამავე ორგანიზაციის ავიაციის დაზვერვის ერთეულის უფროსს დენის ჰუვეტს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოს თანამშრომლობა EUROCONTROL-თან. აღინიშნა ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომელთაც ქვეყნის მთავრობა ახორციელებს ღია ცის პოლიტიკის განვითარებისა და სააერნაოსნო ნაოსნობის უსაფრთხოების ამაღლების კუთხით. ხაზი გაესვა პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში სამოქალაქო ავიაციის აღდგენის სწრაფ ტემპებს, აგრეთვე ახალ ბაზრებზე გასვლის წარმატებულ პოლიტიკას. აღინიშნა, რომ მთავრობის მიერ განხორციელებული სწორი და თანმიმდევრული გადაწყვეტილებების შედეგად, მნიშვნელოვნად განვითარდა როგორც სამოქალაქო ავიაციის სექტორი, ისე გაიზარდა ადგილობრივ ბაზარზე შემოსული ავიაკომპანიების რაოდენობა, რომელთა დიდი ნაწილი ევროპულია. "მინისტრის მოადგილემ სტუმრებს გააცნო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება თბილისის ახალი აეროპორტის მშენებლობის შესახებ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლებენ აღნიშნული სტრატეგიული ობიექტის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად დაგეგმარების პროცესში, რათა აეროპორტი იყოს მდგრადი და „მწვანე". ასევე ყურადღება გამახვილდა საქაერონავიგაციაში გარემოს და სოციალური მართვის სისტემის დანერგვის პროცესზე. ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ სამოქალაქო ავიაცია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სფეროა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ გლობალური ბრძოლის მიმართულებით და მას შეუძლია, გრძელვადიან პერიოდში ნულოვანი ნახშირბადის ეკონომიკაზე გადასვლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის დავალებით, საქაერონავიგაციამ, აიღო ვალდებულება, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს საქართველოს დაბალემისიიანი განვითარების გრძელვადიანი გეგმის შესრულებასა და დეკარბონიზაციაში", - ნათქვამია ინფორმაციაში.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)