10:48 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-16 17:03:45, 573 ნახვა

საზოგადოება
„ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ფესტივალის ჩატარება გაუმართლებლად მიგვაჩნია“ - 4GB გაუქმდა

ფესტივალი 4GB 2024 გაუქმდა. ამის შესახებ ფესტივალის ორგანიზატორები განცხადებას ავრცელებენ.

განცხადების თანახმად, ფესტივალის გაუქმების მიზეზი ქვეყანაში შექმნილი ვითარებაა.

ორგანიზატორები აცხადებენ, რომ იმ ადამიანებს, რომლებმაც ფესტივალის ბილეთი შეიძინეს, მომავალ 4GB-ზე შეძლებენ დასწრებას, ან ბილეთის დაბრუნებას 10 ივნისის 19:00 საათამდე.

"გაცნობებთ, რომ 4GB 2024 გაუქმებულია!

ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გაუმართლებლად მიგვაჩნია ამ დღეებში ფესტივალის ჩატარება. ჩვენი სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მომავლისთვის მებრძოლ თითოეულ ადამიანს!

შეძენილი ბილეთებით შეგიძლიათ დაესწროთ მომავალ 4GB-ს. ასევე შეგიძლიათ მათი დაბრუნება, ელექტრონული ბილეთის ბმულზე დაბრუნების ღილაკის მეშვეობით. ბილეთების დაბრუნება შესაძლებელია 10 ივნისის 19:00 საათამდე.

ჩვენ ისევ შევხვდებით!" - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics