|
2024-05-15 10:09:51, 423 ნახვა
საზოგადოება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 15 წელი გავიდა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 15 წელი გავიდა. 2009 წლის 15 მაისს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა და მუშაობა დაიწყო, ონლაინ მედიის ერთ-ერთმა წამყვანმა საშუალებამ. "ახალი ამბების სააგენტო "ექსპრესნიუსის" დაარსებიდან 15 წელი გავიდა! გავუძელით უამრავ გამოწვევას, პოლიტიკურ კატაკლიზმებს, ხელისუფლების ცვლილებას, დარბევებს ჟურნალისტების დაზიანებას საპროტესტო აქციებზე, ვიყავით და ვართ იქ სადაც ამბავი ხდება. ათიათასობით ერთგულ მკითხველს მადლობას ვუხდით ერთგულებისთვის და დაფასებისთვის! იმედია, რომ კვლავაც აირჩევთ "ექსპრესნიუსს". " - წერია კომპანიის მოკლე შეტყობინებაში. "ექსპრესნიუსმა" იმ დროისთვის დაამკვიდრა მაღალი ჟურნალისტური სტანდარტი, ფაქტი და კომენტარი გაყო ერთმანეთისაგან, რათა მკითხველს უფრო კარგად განესხვავებია მოსაზრებ ფაქტისგან. მკითხველის ინტერესებზე საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მომუშავე სააგენტოს მაღალკვალიფიციური ჟურნალისტები ზრუნავენ, რომლებიც საკუთარი წყაროებისგან 24 საათის განმავლობაში იღებენ და ავრცელებენ ინფორმაციებს ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ. სხვადასხვა კვლევით, არაერთი ანგარიშით, რომლელიც გავლენიან და ავტორიტეტულ ორგანიზაციებს აქვთ გავრცელებული „ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსი“ რჩება, სანდო, ოპერატიულ და დაბალანსებულ მედია საშუალებად. მას ენდობიან, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, მაღალი კლასის მენეჯერები. მკითხველები. „ექსპრესნიუსი“ 14 წელია აშუქებს ყველა იმ მოვლენას, რომელიც საქართველოში ხდება. არის ახალი ამბების ეპიცენტრში და ცდილობს მკითხველმა მიიღოს, სწრაფი და დაბალანსებული ინფორმაცია. მაღალი ნდობა, ასევე მზარდი რეიტინგი განსაზღვრავს იმას, რომ ახალი ამბების სააგენტო ექსპრესნიუსი ფინანსურადაც დამოუკიდებელია და სარეკლამო შემოსავლებით ირჩენს თავს. სააგენტოსთან პარტნიორობენ, საშუალო და მაღალი რანგის მენეჯერები, ეკონომიკურად და პოლიტიკურად აქტიური, საქმიანი ადამიანები. ბანკები, ფარმცევტული კომპანიები სხვაასხვა სარეკლამო კომპანიები. ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიიუსის“ ვებ–გვერდი დამზადებულია თანამედროვე სტანდარტებით, რომელიც ამერიკულ და ევროპულ მედიაში გვხვდება. ვებ–გვერდი მჭიდროდ არის ინტეგრირებული სოციალურ მედიასთან.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)