|
2024-05-15 09:55:52, 443 ნახვა
პოლიტიკა
11 სენატორი - ქართული დემოკრატიისთვის შავი დღეა
ეს არის შავი დღე ქართული დემოკრატიისთვის,- ასე ეხმაურება 11 ამერიკელი სენატორი პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებას. სენატორები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ კანონის მიღება "ძირეულად შეცვლის საქართველოს ურთიერთობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირის წევრობისკენ მისწრაფებებს დააზარალებს". "ეს არის შავი დღე ქართული დემოკრატიისთვის. ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული ტიპის "უცხოელი აგენტების შესახებ" კანონპროექტის მიღების გამო. ეს კენჭისყრა ჩატარდა ასობით ათასი ქართველის სურვილის საწინააღმდეგოდ, რომლებიც აგრძელებენ მშვიდობიანი პროტესტს კანონმდებლობის წინააღმდეგ, რომელიც არა მხოლოდ გამოყენებული იქნება სიტყვის თავისუფლების შესაზღუდად, არამედ ხელს შეუშლის დემოკრატიის წინსვლას საქართველოში. ეს კანონი, რომელიც ავალდებულებს ყველა ორგანიზაციას, რომლებიც იღებენ თავიანთი ბიუჯეტის 20%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან, გამოცხადდნენ როგორც უცხოური აგენტები, ჩაახშობს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან მუშაობას ქვეყანაში, სადაც სახსრები მწირია. ამ კანონის მიღება ძირეულად შეცვლის საქართველოს ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან და დააზარალებს ევროკავშირის წევრობისკენ მისწრაფებებს. ჩვენ პრემიერ-მინისტრ კობახიძისადმი მიწერილ წერილში გავაფრთხილეთ, რომ ამ კანონპროექტის მიღება აიძულებს კონგრესს, განიხილოს აშშ-ის პოლიტიკის ცვლილება საქართველოს მიმართ, რათა ასახოს ახალი პოლიტიკური ლანდშაფტი საქართველოში. როგორც ადრე გავაფრთხილეთ, ეს ზომები შეიძლება მოიცავდეს სანქციებს იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე, სავიზო აკრძალვას და აშშ-ის პირდაპირი დახმარების გადახედვას. როგორც კონგრესის წევრები, რომლებსაც დიდი სიყვარული აქვთ ქართველი ხალხის მიმართ და მხარს უჭერენ მყარ ორპარტიულ და ორმხრივ კავშირებს, ჩვენ გავაგრძელებთ ხალხის მხარდაჭერას და მათი ხმის ამაღლებას, რომელთა 79% მუდმივად უჭერს მხარს ევროკავშირის წევრობას. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბნელი დღეა, ჩვენ კვლავაც გვჯერა ქართველი ხალხის, რომელიც იბრძვის თავისი ქვეყნის ნათელი მომავლისთვის",- ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ სენატორები: ჯიმ რიში, ჯინ შაჰინი, ბენ კარდინი, კრის კონსი, დიკ დურბინი, როჯერ ვიქერი, ტიმ კაინი, რიჩარდ ბლუმენტალი, პიტ რიკეტსი, ლინდსი გრაჰამი და ტომ ტილისი. შეგახსენებთ, გუშინ, 14 მაისს საქართველოს პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 30 წავიდა.
რასა იუკნევიჩიენე - საქართველოს ბიძინიზაცია დამარცხდება, სანქციები აუცილებელია ივანიშვილისა და ყველა პასუხისმგებელი პირის წინააღმდეგ
ბურჭულაძე: ოცნებასთან საპროცესო არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლებაა
აქტივისტი სერგი ყანჩაველი - ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის და ასევე სქესობრივი იძულების კვალდაკვალ მიხსენიებდნენ აკაცუკად
ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილებს ქვეყნის იზოლაციაზე ნაცურს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)