|
2024-05-14 22:14:13, 545 ნახვა
საზოგადოება
სახალხო დამცველი - დღემდე არც ერთი პოლიციელის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა, ეს წაახალისებს დაუსჯელობის განცდას
სახალხო დამცველი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მიღების შემდგომ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული, "შემაშფოთებელია სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ის ფორმები, რომლის შედეგიც ცოტა ხნის წინ საზოგადოებამ დაკავებული დავით ქაცარავას სხეულზე/სახეზე არსებული დაზიანებების ფოტომასალის გავრცელებისას იხილა". გარდა ამისა, სახალხო დამცველი ჟურნალისტებზე ფიზიკურ ძალადობას და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას მიუღებლად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ "დღემდე არც ერთი პოლიციელის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა, ეს კი დაუსჯელობის განცდას წაახალისებს". "შემაშფოთებელია სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ის ფორმები, რომლის შედეგიც ცოტა ხნის წინ საზოგადოებამ დაკავებული დავით ქაცარავას სხეულზე/სახეზე არსებული დაზიანებების ფოტომასალის გავრცელებისას იხილა. სახალხო დამცველის რწმუნებული დაუყოვნებლივ მივიდა კლინიკაში დავით ქაცარავას მდგომარეობის გარკვევისა და მონახულების მიზნით. თუმცა, აღმოჩნდა, რომ დაზიანებების ხარისხის/ხასიათის გამო (სახის ძვლების მოტეხილობა), მას უტარდება ოპერაცია და მისი ნახვა ამ დროისთვის შეუძლებელია. სახალხო დამცველი აქციების პარალელურად გამუდმებით მიუთითებს, რომ პოლიციამ უნდა გამოიყენოს მხოლოდ აუცილებელი და პროპორციული ძალა, და იმოქმედოს კანონის ფარგლებში. ამის საპირისპიროდ, შემაშფოთებელია იმ ძალადობრივი ქმედებების ხილვა, რასაც სამართალდამცავი უწყება არაერთ შემთხვევაში კვლავ იყენებს. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, იმოქმედონ კანონის შესაბამისად და არ განახორციელონ მოქალაქეებზე არასათანადო მოპყრობა. აქვე შევახსენებთ პოლიციელებს, რომ არაადამიანური ან/და დამამცირებელი მოპყრობის დანაშაული წარმოადგენს ერთ-ერთ მძიმე დანაშაულს და მასზე სისხლისსამართლებრივი ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება. ამავდროულად, სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს - უმოკლეს ვადებში ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება, ყველა მოძალადე პოლიციელის მაქსიმალურად სწრაფი იდენტიფიცირების მიზნით. იმ ფონზე, როდესაც უკვე დაკავებულია აქციის ექვსი მონაწილე სისხლის სამართლის წესით და ადმინისტრაციული წესით - ჯამში 150-ზე მეტი მოქალაქე, დღემდე არც ერთი პოლიციელის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა, მათ შორის მათი, ვისი სახეებიც დანაშაულებრივი ქმედებების განხორციელებისას არ იყო დაფარული და მათი იდენტიფიცირება არ უნდა წარმოადგენდეს განსაკუთრებულ სირთულეს. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ ეს წაახალისებს დაუსჯელობის განცდას. გარდა ამისა, საგულისხმოა რომ აქციებზე სამართალდამცავების მხრიდან ადგილი აქვს ფიზიკური ძალადობის შემთხვევებს ჟურნალისტების მიმართ, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ჟურნალისტის საქმიანობაში ხელშეშლა და მასზე ძალადობა უკიდურესად მიუღებელია და საჭიროებს დაუყოვნებლივ რეაგირებას - ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას. სახალხო დამცველის რწმუნებულები ხვდებიან და მოინახულებენ ყველა სხვა დაკავებულ პირსაც, მათი უფლებების დარღვევის ფაქტების გამოვლენისა და რეაგირების მიზნით. ვიზიტების შედეგები კი მოგვიანებით დამატებით ეცნობება საზოგადოებას. უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი - 14 81 - მუშაობს 24 საათიან რეჟიმში", - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)