|
2024-05-14 16:44:42, 567 ნახვა
პოლიტიკა
ნაცვლიშვილი - „ლელომ“ მიიღო გადაწყვეტილება, გამოაცხადოს ბოიკოტი და პარლამენტის მუშაობაში მონაწლეობა აღარ მიიღოს
"ლელომ" მიიღო გადაწყვეტილება, გამოაცხადოს ბოიკოტი და აღარ მიიღოს მონაწლეობა პარლამენტის მუშაობაში,- ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის" წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა. როგორც ნაცვლიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების შემდეგ, პარლამენტში მუშაობის რესურსი აღარ არსებობს. "ქართული ოცნება" ესაა რუსული ძალა, რომლის ერთადერთი მიზანი არის საქართველოში ბიძინა ივანიშვილის რუსული ინტერესების სამსახურში ყოფნა. ჩვენს ქვეყანას ბევრი ისტორიული დღე ახსოვს და ახსოვს ბევრი დიდი გამარჯვების დასაწყისი. როგორც წესი, ყველა გამარჯვებას წინ ახლავს მოღალატეებისა და ქვეყნის გამყიდველების თვითლუსტრაცია და დღეს სწორედ ეს მოხდა. "ქართულმა ოცნებამ" თქვა, რომ ისინი არ არიან ქართველი ხალხის მხარეს და ემსახურებიან რუსეთს. ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის დაცვა, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის დაცვა ჩვენი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის უმნიშვნელოვანესი შემადგენელია. ამ ბრძოლაში ჩვენ მარტო არ ვართ, ჩვენთანაა ქართველი ხალხი, ქართული ოპოზიცია, რომელიც რუსული ხელისუფლების მხრიდან სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლია. დღეს ჩვენ ვიხილეთ ღია თავდასხმები პარლამენტში. "ქართული ოცნება" ძალადობს ყველგან, აქციებზე, ქუჩებში, სახლებში, კონსტიტუციურ ორგანოებში და ესაა მარცხისათვის განწირული რეჟიმის უკანასკნელი მცდელობები. "ლელო დგას" ქართველი ხალხის გვერდით. სწორედ ამიტომ, დღეს - მაშინ, როცა ყველა წითელი ხაზი გადალახულია. როცა საკანონმდებლო ორგანოში ღიად დაირღვა ქვეყნის კონსტიტუცია "ლელომ" მიიღო გადაწყვეტილება, გამოაცხადოს ბოიკოტი და აღარ მიიღოს მონაწლეობა პარლამენტის მუშაობაში. "ქართული ოცნება" პარლამენტში დამარცხებულია, იგი გასულია პოლიტიკური პროცესიდან, არღვევს კონსტიტუციას და წარმოადდგენს უზურპატორ ივანიშვილს და პუტინს. მისი ერთადერთი ინსტრუმენტი ძალადობაა. "ლელო" გადადის ბოიკოტის რეჟიმში. ჩვენი გზა არის და იყო ქართველი ხალხის გვერდით დგომა. ჩვენ სწორედ ამ ერთობის ნაწილი ვართ. ამ ერთობის ინტერესებს ვიცავდით პარლამენტში მანამ სანამ ეს ლოგიკურ ჩარჩოებში ჯდებოდა და შესაძლებელი იყო. დღევანდელი ძალადობისა და ღალატის აქტის - რუსული კანონის მიღების შემდეგ ჩვენ ვფიქრობთ, რომ პარლამენტში მუშაობის რესურსი აღარ არსებობს და ბოიკოტი არის ის ერთადერთი ლეგიტიმური გზა, რომელითაც რეჟიმს უნდა დავუპირისპირდეთ. ჩვენი ბრძოლა აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით, რადგან წარსულს მომავალთან არასოდეს გაუმარჯვია. საქართველოს მომავალი ნატოსა და ევროკავშირშია!" - განაცხადა ნაცვლიშვილმა. შეგახსენებთ, დღეს, 14 მაისს პარლამენტმა "უცხოური გავლენის გმჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)