01:45 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-13 10:58:19, 398 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა - ივანიშვილის პარტიის დეპუტაციამ კომიტეტის სხდომა ერთ წუთსა შვიდ წამში დაასრულა - ეს არის სწორედ მათი მონობის საზომი

ივანიშვილის პარტიის დეპუტაციამ კომიტეტის სხდომა დაასრულა ერთ წუთსა შვიდ წამში, ეს არის სწორედ მათი მონობის საზომი, რომ კანონი, რომლის გაწვევასაც ითხოვს მთელი ქვეყანა და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, მათთვის წუთისა და შვიდ წამში არის განსახილველი,- ასე ეხმაურება საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებას.

ბოკუჩავას თქმით, ქართველ ხალხს, იმის მიუხედავად, რომ "დაარბიეს, სცემეს, რეპრესიების არ ეშინია".

"მორიგ ჯერზე დაარბიეს, სცემეს მშვიდობიანი მომიტინგეები იმისთვის, რომ ივანიშვილის პარტიის დეპუტაცია მალულად და მოღალატეობრივად შემოეპარებინათ და შემდეგ გაეპარებინათ პარლამენტის შენობიდან. მათ კომიტეტის სხდომა დაასრულეს ერთ წუთსა შვიდ წამში, ეს არის სწორედ მათი მონობის საზომი, რომ კანონი, რომლის გაწვევასაც ითხოვს მთელი ქვეყანა და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, მათთვის წუთისა და შვიდ წამში არის განსახილველი. ეს არის სწორედ მონობის სახე ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლობის, რომელსაც არ შეეგუება თავისუფალი და თავისუფლების მოყვარე პროევროპელი ქართველი ხალხი.

ის ახალგაზრდები, რომლებსაც სცემს, აკავებს და ცდილობს, რომ დააშინოს, ამ რამდენიმე დღემ გვაჩვენა, რომ ივანიშვილის მიერ დაანონსებული რეპრესიების არავის ეშინია, როდესაც ის ერთს სცემს, ასი გამოდის, როდესაც ათს იჭერს, ათასი, ათიათასი და ასიათასი გამოდის",- აცხადებს ბოკუჩავა.

ცნობისთვის, დღეს, 13 მაისს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. სხდომა დაწყებიდან, დაახლოებით, 2 წუთში დასრულდა. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღება ხვალ, 14 მაისს არის დაგეგმილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics