11:39 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-12 15:12:32, 528 ნახვა

საზოგადოება
ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები - ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას და ვიწყებთ გაფიცვას

ორშაბათიდან ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას და ვიწყებთ გაფიცვას,- ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა საგანგებო განცხადება გააკეთეს.

სტუდენტების თქმით, უარს ამბობენ სასწავლო პროცესში მონაწილეობაზე და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციებში ერთვებიან.

"ორშაბათიდან ვაცხადებთ დაუმორიჩილებლობას და ვიწყებთ გაფიცვას. არ მივიღებთ არცერთ სასწავლო პროცესში მონაწილეობას და აქტიურად ჩავერთვებით საპროტესტო მოძრაობებში. მადლობა ლექტორებს, რომლებმაც დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია. სხვებს კი, მათ შორის აკადემიურ პერსონალს, მოვუწოდებთ, რომ შემოუერთდნენ განცხადებას დაიწყონ გაფიცვა. მივმართავთ სხვა სახელმწიფო თუ კერძო სასწავლებლების სტუნდეტებს - შემოგვიერთდით.

მივმართავთ ხელისუფლებას, სასწრაფოდ შეწყვიტეთ საქართველოს ისტორიის ღალატი და დაუბრუნდით კონსტიტუციურ ფარგლებს. ჩვენი სათქმელი მარტივია - ვიბრძოლებთ ბოლომდე, ვიქნებით ქვეყნის სამსახურში და ვერ შეგვაშინებს ვერაფერი. ილიას გზით ევროპისკენ! არა რუსულ რეჟიმს!" - აცხადებენ სტუდენტები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე - ბიძინა ივანიშვილის სახელთან, მის გადაწყვეტილებასთან და მის გარშემო გაერთიანებულ ადამიანებთან არის დაკავშირებული 2012 წლის 1 ოქტომბერი
ზურაბ ცეცხლაძე საზმაუზე: ჩვენს აქციაზე საინფორმაციო გამოშვებაში ერთი წინადადებაც არ თქვეს
ბინადობის უფლებისთვის 3000 ევროს ძალავდნენ- დაკავებულია ორი პირი
გამოავლინეს ვალუტის გადამცვლელი 15 უკანონო პუნქტი, დაკავებულია 9 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics