02:45 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-12 14:18:42, 486 ნახვა

პოლიტიკა
13 მაისიდან პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს

13 მაისიდან საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიზიტორებს შენობაში შესვლა შეეზღუდებათ. ამის შესახებ განცხადებას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის ცნობით, შენობაში დაიშვება ტელემაუწყებლების/ტელემედიასაშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან.

"საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 13 მაისიდან მის მოხსნამდე, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.

დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.

შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია, საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა",- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ხვალ, 13 მაისს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მესამე მოსმენით "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს განიხილავს. 14 მაისს კი, ამავე კანონპროექტის მესამე მოსმენა პლენარულ სხდომაზე იგეგმება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics