12:29 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-10 15:34:19, 437 ნახვა

საზოგადოება
„ქოლგა თბილისი ფოტო“ იწყება

„ქოლგა თბილისი ფოტო“ წელს 23-ედ ჩატარდება და 14-19 მაისს, თბილისის სხვადასხვა სახელოვნებო სივრცეები, ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს, ვორქშოფებსა და ლექციებს უმასპინძლებს.

წლევანდელ კონკურსში მონაწილეობა მრავალი ქვეყნის 500-ზე მეტმა ფოტოგრაფმა მიიღო და ჯამში 800-მდე  ფოტო პროექტია წარდგენილი. 14 მაისს 20:00 საათზე, ტეს-ში (დოდო აბაშიძის #10), გაიმართება „ქოლგა თბილისი ფოტო" კვირეულის გახსნის ცერემონია. დასახელდებიან 2024 წლის ფოტოკონკურსის გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიებში: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტოპროექტი, ერთი კადრი, მობილური ერთი კადრი. ასევე დასახელდებიან სპეციალური პრიზების გამარჯვებულები.

წელს ფოტოკვირეული მოიცავს საერთაშორისო ფოტოკონკურსს, თანამედროვე ფოტოგრაფიის მოწვეულ და ადგილობრივ გამოფენებს და საგანმანათლებლო შეხვედრებს. ინფორმაცია გამოფენების, ლექციებისა და ვორქშოფების შესახებ იხილეთ www.kolga.ge-ზე.

„ქოლგა თბილისი ფოტო" 2002 წლიდან არის ფოტოგრაფიის აღიარებული ინსტიტუცია, რომელიც ყოველწლიურად მასპინძლობს მსოფლიოში ცნობილი ავტორების გამოფენებს, ვორქშოფებსა და ლექციებს ფოტოგრაფიის აქტუალურ თემებზე. 

„ქოლგა თბილისი ფოტო" მხარს უჭერს თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციას და ახალგაზრდა ხელოვანების განვითარებას. ტრადიციულად, უკვე 20 წელია, თბილისი ფოტო კვირეულის წარმდგენია „თიბისი". 

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
WP: აშშ არ გამორიცხავს ერაყში დარტყმებს ოპერაციის ოფიციალური დასრულების შემდეგაც კი
მეუფე ზენონი - ახლა რუსეთის ეკლესიისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეკლესიამ უკრაინის ახალი ეკლესია არ აღიაროს და ამ მხრივ აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხი ხელსაყრელ ბერკეტს წარმოადგენს
კალაძე - ბიძინა ივანიშვილის სახელთან, მის გადაწყვეტილებასთან და მის გარშემო გაერთიანებულ ადამიანებთან არის დაკავშირებული 2012 წლის 1 ოქტომბერი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics