03:40 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-10 11:32:02, 539 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - თავს იღიზიანებენ რუსეთზე ნიკოლოზ ე.წ. რაჭველი, ნინო ქათამაძე, რომლებიც რუსეთში კონცერტს კონცერტზე მართავდნენ

"ნაცი" ყველაფერ რუსულზე კი არ ღიზიანდება, არამედ თავს იღიზიანებს; ასე იღიზიანებენ დღეს თავს რუსეთზე ნიკოლოზ ე.წ. რაჭველი, ნინო ქათამაძე და სხვა ცნობილი "ნაციონალები", რომლებიც 2019 წლამდე რუსეთში კონცერტს კონცერტზე მართავდნენ, - ამის შესახებ ნათქვამია ღია წერილში, რომლითაც საქართველოს პრემიერ-მინიტრი ირაკლი კობახიძე ახალგაზრდებს მიმართავს.

როგორც კობახიძე ღია წერილში აღნიშნავს, "ასეა "ნაცის" ტვინი მოწყობილი".

"ნაცი" ყველაფერ რუსულზე კი არ ღიზიანდება, არამედ თავს იღიზიანებს. ასე იღიზიანებენ დღეს თავს რუსეთზე ნიკოლოზ ე.წ. რაჭველი, ნინო ქათამაძე და სხვა ცნობილი "ნაციონალები", რომლებიც 2019 წლამდე რუსეთში კონცერტს კონცერტზე მართავდნენ. ამ და სხვა "ნაციონალებმა" საკუთარ თავს დააჯერეს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპანტი არა საქართველოს ტერიტორიების ოკუპირების შემდეგ, არამედ უკრაინის ტერიტორიების ოკუპირების შემდეგ გახდა. ასეა "ნაცის" ტვინი მოწყობილი - ხან ვერ ფიქრობს და ხან არ ფიქრობს. ამიტომ, მისთვის რუსულზე გაღიზიანებაც შერჩევითია",- ნათქვამია წერილში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics