2024-05-09 11:59:56, 238 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - მე არ ვიცი, კახა ალადაშვილი ფეხბურთს სად თამაშობდა, ალბათ, „ფლეისთეიშენს“ თამაშობდა
წარმოუდგენელია ის განცხადებები, რაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების მიმართ კეთდება. ასეთ დამოკიდებულებას ევროპულ ღირებულებებთან არანაირი კავშირი არ აქვს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა. ასევე, მან კომენტარი გააკეთა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრისა და „სკა ენერგია-ხაბაროვსკის“ ყოფილი ფეხბურთელის, კახა ალადაშვილის მხრიდან მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებაზე. „მე არ ვიცი კახა ალადაშვილი სად თამაშობდა. მე რუსეთში არ მითამაშია. ის ალბათ, „ფლეისთეიშენს“ თამაშობდა. ბოლო დღეების და თვეების განმავლობაში, არა მხოლოდ ფეხბურთელების, არამედ წარმატებული ადამიანების მიმართ მიზანმიმართული ბულინგი, ძალადობა და შეურაცხყოფა მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ეს დასაგმობია და კატეგორიულად მიუღებელია ამგვარი ქმედებები. ვნახეთ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ გაკეთებული განცხადებები, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ მის მიმართ. ხვიჩა ჩვენი საამაყო ადამიანია, ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და ამომავალი ვარსკვლავია. ზოგადად საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების მიმართ ეს დამოკიდებულება და განცხადებები, რაც კეთდება, წარმოუდგენელია. მათ აქვთ ასეთი მიდგომა - თუ მათ მოსაზრებას არ იზიარებ, ქვეყნის მოღალატე და მტერი ხარ. მსგავს დამოკიდებულებას არანაირი კავშირი არ აქვს ევროპულ ღირებულებებთან. ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი და როგორც 9 მაისს მოხდა ფაშიზმზე გამარჯვება, ისე იქნება ყოველთვის გამარჯვება რადიკალიზმზე, სიბინძურეზე“, - განაცხადა კახა კალაძემ. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), კობახიძე - ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის პრემია ნაკრებებისთვის 850 000 ლარიდან 3 მლნ ლარამდე გაიზრდება
კობახიძე - უმუშევრობა შემცირდა 50 600 ადამიანით - დასაქმების მაჩვენებლების გაუმჯობესების კუთხით, კარგი დინამიკა გვაქვს
ქართული ღვინის მწარმოებელი 9 კომპანია ჩინეთის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 493 690-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 493 690-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების გაშვებული 29 „შაჰიდიდან“ ყველა ჩამოვაგდეთ
რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|